დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ალექსანდრე გოგორიშვილი ვანის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას აცნობს (R)
2017/09/11 17:36:58

 

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გოგორიშვილმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა სოფელ ციხესულორის მოსახლეობას გააცნო.

 

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ალექსანდრე გოგორიშვილმა ის პრობლემები მოისმინა, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებს და მათ მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2018 წლის ბოლოს,სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია მთლიანად დასრულდება, ხოლო ცალკეულ ადგილებში, საჭიროების შემთხვევაში, ბეტონის საფარი დაიგება.

 

მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა სოფელ სულორის მოსახლეობასაც გააცნო და აღნიშნა,რომ მისი არჩევის შემთხვევაში, სახნავას უბანში,ბეტონის საფარიანი გზა დაიგება. ასევე, გადაიჭრება სასმელი წყლის პრობლემა.

 

სოფელ ძულუხის მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარი თემა კი,შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და გაზიფიცირების საკითხი იყო.

 

შეხვედრების ბოლოს, ალექსანდრე გოგორიშვილმა მოსახლეობას შეკრებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია