დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
კახა კალაძე: ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია (R)
2017/09/07 19:57:40

კახა კალაძე: ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემები ერთიანიძალებით მოგვარდება.

 

ამის შესახებ მან გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

 

„ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ჩემი ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი. ეს ჩემთვის ძალიან გასაფრთხილებელია. ყოველთვის ვუფრთხილდებოდი საკუთარ რეპუტაციას. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს მიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის და სწორედ ამ პრინციპებით ვაღწევდი წარმატებას. მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, თითოეული თქვენგანის გვერდით დგომით, შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, - მიმართა კახა კალაძემ მხარდამჭერებს.

 

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ 21 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

„მინდა, რომ 21 ოქტომბერს თბილისი იყოს გამარჯვებული და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს დამოკიდებულია თითოეულ თქვენგანზე. მინდა გამარჯვება გისურვოთ თქვენს ოჯახებთან ერთად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვეს და მხარდამჭერებს,ასევე, სიტყვით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია