დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხონის რაიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
2017/09/06 11:18:52

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

                                

ხონის რაიონის სოფელ ღვედში, დევნის შედეგად, მერსედესის მარკის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც 112-ის განმასხვავებელი ყალბი სტიკერებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მსგავსი, ლურჯი ფერის სანათი საშუალებებით (ციმციმა) იყო აღჭურვილი. მერსედესის მარკის მიკროავტობუსის სალონში, 3 3 დახერხილი ხე-მასალა იყო განთავსებული.

მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლოსპეცსიგნალებსა და სანათ საშუალებებს შსს-ს ნებართვის გარეშე იყენებდა.

 

ადგილზე გამოცხადნენ შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია