დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
არჩილ გოგსაძე: "მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ძლიერი საქართველოს შენების პროცესში გამოვიყენოთ" (R)
2017/09/02 19:33:24

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე იქნება. ის იმერეთის რეგიონის მერობის დანარჩენ 11 კანდიდატთან ერთად, დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

 

მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ გუნდსა და მთავრობას მის მიმართ გაცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.  

 

„ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ გუნდს, პრემიერსა და მთავრობას იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც მერობის ყველა კანდიდატს გამოგვიცხადა. ვაცნობიერებთ ამ დიდ პასუხისმგებლობას და მზად ვართ, რომ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია გამოვიყენოთ იმისთვის, რათა ძლიერი საქართველოს შენებაში მუნიციპალიტეტის თითოეულ მცხოვრებთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა არჩილ გოგსაძემ.

 

რაც შეეხება მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დასაქმების პრობლემას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ტურიზმსა და ახალგაზრდობის პრობლემატიკის დროულ გადაწყვეტას დაეთმობა.

 

„პირველ რიგში, ეს არის დასაქმების პრობლემა, რისთვისაც მზად ვართ, რომ ყველა ის რესურსი, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა დავკლიოთ. ასევე, გაგრძელდება ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მომავალში იგეგმება კიდევ ახალი პროექტები, რომელიც ქვეყნის სიძლიერეს შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა არჩილ გოგსაძემ.

 

მერობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობა აქტიური იქნება და დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილა დღეს, იმერეთის რეგიონის მერობის 12 კანდიდატი წარადგინა.

 

ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში - არჩილ გოგსაძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში - ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში - პაატა ნადირაძე, ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში - ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონში კახაბერ მახათაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია