საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რას ყვება ჟურნალისტი ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარზე
2017/08/25 19:42:00

20 აგვისტოდან დღემდე ადგილობრივი და ცენტრალური მედია აქტიურად აშუქებს ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ადგილზე მობილიზებულია მედია ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებას ოპერატიულად აწვდიან ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ.


ხანძრის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით, ადგილობრივმა მცხოვრებელებმა, ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტს ნინო ვართაპედიანს მიაწოდეს. ადგილზე ტელეკომპანიის მობილური ჯგუფი გავიდა, თუმცა საიტზე ინფორმაცია ოპერატიულად აიტვირთა. 


ხანძარი დაბის ტყეში, 20 აგვისტოს გაჩნდა. თვითმხილველმა სურათი გამომიგზავნა და მთხოვა, რომ ინფორმაცია გამევრცელებინა. როგორც მითხრეს, სახანძრო სამსახურში უკვე დარეკილი ჰქონდათ და ეკიპაჟის მოსვლას ელოდებოდნენ, თუმცა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა. მაშინვე გავავრცელე ინფორმაცია, პირველი იყო ტელეკომპანია "ბორჯომი", რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა. მალევე გაირკვა რომ პროცესში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა გახდა საჭირო და ჩვენი გადამღები ჯგუფი დაბაში ვერტმფრენის გამოჩენამდე მივიდა. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ჟურნალისტები. ცეცხლი თავიდან 3000 კვ. მ ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა არეალი ეტაპობრივად გაიზარდა.

 

ცეცხლის ჩაქრობას ერთი ვერტმფრენი ცდილობდა, იმის გამო, რომ გზა მიუვალი იყო სახანძრო ეკიპაჟებს და ადგილობრივებს იქ მისვლა და ხანძრის ლოკალიზება უჭირდათ. მეორე დღეს მდგომარეობა გართულდა, რის გამოც დამხმარე ძალის გამოძახება გახდა საჭირო როგორც სხვა რეგიონებიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან. მოგვიანებით სამმა ვერტმფრენმა დაიწყო მუშაობა, თუმცა ქარის გამო რთულდებოდა ხანძრის ლოკალიზება. 22 აგვისტო ერთ-ერთი რთული დღე იყო ბორჯომის ტყეები ისტორიაში, რადგან ცეცხლი კიდევ უფრო მეტ ფართობზე გავრცელდა, საუბარია ათეულობით ჰექტარზე. ცუდი სანახავია როცა უყურებ, როგორ იწვის შენი ქალაქის ტყეები და ამ დროს არაფრის გაკეთება არ შეგიძლია! დაბა-წაღვერი ბოლში იყო გახვეული, ჭვარტლმა ქალაქის ცენტრამდეც ჩამოაღწია, საშინელი სურათი იყო.“ იხსენებს ტელეკომპანია ბორჯომის ჟყურნალისტი ნინო ვართაპედიანი.


 

ოფიციალური წყაროების  წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი.

 

მარიკა ეფრემიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია