დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფოტორეპოორტაჟი ბორჯომის ხეობიდან
გიორგი კვირიკაშვილი: " ამ ეტაპზე შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან" (ფოტორეპორტაჟი)
2017/08/25 21:47:05

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესაფასებლად გვიან ღამით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებისაგან ხანძრის კერებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ხანძრის გაჩენიდან ოთხი დღის შემდეგ, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებისა, საერთო ჯამში,  დადებითი დინამიკაა ცეცხლის ლოკალიზების კუთხით..


„აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზების მეშვეობით, შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროება. როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს, უკვე გაერთიანებული ძალებით გვექნება, მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ამ ეტაპზე ცოცხალი ძალა, რომელიც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაობს უკვე მეხუთე დღეა აწარმოებს ორად არის გაყოფილი. ერთი არდაღანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხანძრის კერებზე მუშაობს, ხოლო მეორე ჯგუფი წაღვერის მონაკვეთზე. არდაღანში ხანძრის კერები გუშინ გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაში ავიაციაც ჩაერთო.

 

 

მარიკა ეფრემიძე

ფოტოები ავტორის

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია