საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ქართული ღვინის მეოთხე ეროვნული კონკურსის ჩასატარებლად ემზადება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/08/23 22:33:56

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მეოთხე წელია, ატარებს „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურს“-ს, რომლის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები.


კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.


კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის - მცირე მარნებიც.


წარმოდგნილი იქნება 14 კატეგორია: ცქრიალა ღვინო (თეთრი ბრუტი); თეთრი მშრალი ღვინო; წინანდალი; ქვევრი თეთრი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; წითელი მშრალი ღვინო;

საფერავი; პრემიალური საფერავი; მუკუზანი; ქვევრის წითელი ღვინო; უსახელოური; ხვანჭკარა; ქინძმარაული; ჭაჭა.

 

კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები, ხოლო “სახალხო ჟიური“-ში მოწვეული არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები.


პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები არიან:

- სტივენ სპურიე - მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალდეკანტერი”- (Decanter) კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის (Academie du Vin) და ქრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი;

- შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

 

გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება გაიმართება 8 ოქტომბერს.

 

 დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება. ასევე, თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთარებულთათვის -  სერტიფიკატების გადაცემა.


ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე ტრადიციულად, როგორც წინა წლებში, უკვე მეოთხედ დასახელდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენი“-ს სამი კავალერი.

 

ღვინის საწარმოებისათვის კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

ღვინის ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადაა  - 2017 წლის 15 სექტემბერი.

 

მისამართი: საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა#31, პირველი სადარბაზო, მესამე სართული, ოფისი 6. 

საკონტაქტო პირები: ანა ხითარიშვილი 599688776; ნატო გუბელაძე 599107794


 

დამატებითი ინფორმაცია:

·         საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2003 წელს დაარსდა და ამავე წლიდან მოქმედებს „თბილისის ღვინის სკოლა“;

 

·         2014 წლიდან  საქართველოს სომელიეთა ასოციაცია  საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) სრულუფლებიანი წევრია;

 

·         მსოფლიოში ცნობილ ავსტრიულ კომპანია „RIEDEL“-თან ერთად და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ შექმნა „საფერავი“-ს ექსკლუზიური ბოკალი;

 

 

·         ღვინის ეროვნული სააგენტოსა და “მარანი ხეცურიანი”-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ღვინოზე “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”. ფილმმა უკვე რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მოიპოვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია