დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა ფაჩულიამ NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/08/08 00:17:44

 

Golden state woriors-მა 2016/17 წლის NBA-ს სეზონი ტრიუმფალურად დაასრულა და ჩემპიონი გახდა.  უნდა აღინიშნოს, რომ მან ეს ადვილად მოახერხა და ექსპერტების პროგნოზებიც გაამართლა, რომლებიც ჩემპიონობას ოქროს შტატელებს ყველაზე მეტად უწინასწარმეტყველებდნენ.


 სუპერფინალში ოკლენდელებმა  CLEVELAND CAVALERS 4-1 დაამარცხეს. ცნობისთვის, პლეიოფში რაუნდი მაშინ მთავრდება, როდესაც ერთ-ერთი გუნდი ოთხამდე ადის.  აქედანაც ჩანს, რომ სუპერფინალში ვერც ლებრონმა და მისმა თანაგუნდელებმა ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა კარის და მის თანაგუნდელებს.

 

ჩვენთვის გოლდენ სთეითის ჩემპიონობა ძალზედ სასიარულოა, რადგან ამ გუნდის ძირითად ხუთეულში კარისთან, ტომფსონთან, დურანტთან და გრინთან ერთად საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ზაზა ფაჩულია თამაშობდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ფაჩულია პირველი ქართველია  ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში(NBA), რომელმაც საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.


 

ზაზამ მოგებული თასი საქართველოში ჩამოიტანა და ქართველ გულშემატკივარს მისი ნახვის შესაძლებლობა მისცა. თასი თბილისის სპორტის სასახლეშია და ყველა მსურველს შეუძლია, იხილოს. 

 

„ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ეს ბედნიერი დღე გამითენდა. NBA-ის თასი საქართველოსია. ყველას შეგიძლიათ, იამაყოთ, რადგან ამ ტიტულს ჩვენ ვერავინ წაგვართმევს. ვიამაყოთ და იმედია, ეს პირველია და არა უკანასკნელი ტიტული“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. 

 

მოამზადა ზურაბ დათუაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია