საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კიდევ ერთი ახალი ინოვაციური ტექნოლოგია ფერმერებს „კარტლისისგან“
2017/07/22 19:12:05

 

მათთვის, ვინც ცარიელ მინდვრებში ხედავს უსაზღვრო შესაძლებლობებს!

ახალი რეალობა სოფლის მეურნეობაში

 

კომპანია „კარტლისმა“  სიმინდის მოყვანის ახალი ინოვაციური ტექნოლოგია  დანერგა. კომპანიის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში გამართულ ღია კარის დღეზე საცდელ- სადემონსტრაციო ნაკვეთში მწერების საწინააღმდეგო პრეპარატი უახლესი ტექნოლოგიით, სასოფლო-სამეურნეო დრონის მეშვეობით შეიტანეს.


სწორედ, 2 ჰ–მდე  ტერიტორიაზე,  რამდენიმე წუთის განმავლობაში  მიმდინარეობდა უახლესი ტექნოლოგიით მწერების საწინააღმდეგო პრეპარატის შესხურება.

 

პრეპარატ დრონის მეშვეობით მივიღეთ  საქართველოში სიმინდის საშუალო მოსავლიანობა, 2016 წლის მონაცემებით, 1 ჰექტარზე დაახლოებით 2,7 ტონა.

 

„კარტლისის“ მიერ, 2 წლის მანძილზე შემუშავებული სიმინდის მოყვანის ახალი, ინტენსიური ტექნოლოგიით, სიმინდის მოსავლიანობა 6-ჯერ არის გაზრდილი და წარმოადგენს 15-16 ტონას 1 ჰა-ზე. აღნიშნული ტექნოლოგია სპეციალურად დამუშავდა მცირე (0,1-3 ჰა) მეურნეობების მქონე ფერმერთათვის.

 

თუმცა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წლევანდელი კვლევის მიხედვით, სრულფასოვანი კვების პრობლემა შინამეურნეობების უმრავლესობის წინაშე კვლავაც მწვავედ დგას. ამ პრობლემის გადაწყვეტა სრულად არის შესაძლებელი  „კარტლისის“ მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით. 

 

პრეზენტაციას ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, რომელმაც განსაკუთრებით ფერმერებს მიულოცა მათთან ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მან წარმატება და ნაყოფიერი შემოდგომაც გვისურვა. 

 

კომპანიისგან  სტუმრებმა, საჩუქრად „კარტლისის“ კატალოგი და სხვადასხვა ნივთები მიიღეს. კატალოგიდან შეგვიძლია გავიგოთ თესვის ოპტიმალური დრო,  ჯიშის შეფასება და ა. შ.  


ჩვენ, პრეზენტაციაზე ბატონი თემურ ასათიანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი ჩავწერეთ: 

მისი თქმით, საკუთარ მიწაზე შეგვიძლია მეტის მიღწევა,  ვიდრე საზღვარგარეთ, ოჯახებისგან შორს გახიზვნით. 

 

მე, პირადად ახალი ტექნოლოგიების ფასით დავინტერესდი და მითხრეს, რომ ეს დანადგარი ფერმერს შეუძლია იყოდოს ან ისარგებლოს ქირით. მისასალმებელი იქნება თუ აღნიშნულს  ახალგაზრდებში დავნერგავთ, რომელიც შემდეგ ჯაჭვური რეაქციით გადავა თაობებზე და მოგვცემს ახალ რეალობას სოფლის მეურნეობაში. 

 

,,ის შრომა, რაც იხარჯება მარცვლეული კულტურების მოვლა –მოყვანაში, ძალიან დიდია, მოსავალი კი არის მცირე, დახარჯული შრომის ანაზღაურებაც ვერ ხდება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვით კი შეგვიძლია 2 ტონა მოსავლის ნაცვლად მივიღოთ 15 ტონა მოსავალი, თან იგივე და უფრო ნაკლები შრომით. ამ ყველაფრით ერთ კაცს თავისუფლად შეუძლია თავისუფლად მოუაროს 5 ჰექტარზე დათესილ მარცვლეულს დამხმარების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში მსგავსი სიახლეების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა’’, – განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნიკოლოზ მესხიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ „კარტლისი“  უკვე 20 წელია, საქართველოს ბაზარზეა და წარმოადგენს მუდმივად მზარდ კომპანიას. მათი მუშაობის მთავრი ხელწერაა –  ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შემოტანაა.

 

„კარტლისმა“ განავითარა ფერმერთა მომსახურების ცენტრების ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. კომპანიაში დიდ ყურადღებას აქცევენ კლიენტების კმაყოფილებას, ამაში კი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და ევროპული სტანდარტების მომსახურების ცენტრები ეხმარებათ. ცენტრში მსურველები იღებენ რჩევებსა და კონსულტაციებს ყველა იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომელსაც „კარტლისი“ მომხმარებელს სთავაზობს.

 

,,კარტლისის აგროსისტემები“ სიმინდის მომყვან ფერმერებს სთავაზობს მსოფლიოში №1 სათესლე სიმინდს „პიონერის“ სავაჭრო ნიშნით და მისი სათესლე მასალა გადის 20–მდე სხვადასხვა სახის შემოწმებას. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სიმინდი მოჰყავთ, სიტყვა „პიონერი“ ასოცირდება ხარისხთან და საიმედოობასთან.

 

იზა იანვარაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია