დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხოტეველები მე-17 საუკუნის ეკლესიის რესტავრაციის დასრულებას და მის ამოქმედებას ითხოვენ
2017/07/22 15:16:37

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხოტევის მე-17 საუკუნის მთავარანგელოზის ეკლესიაში წირვა-ლოცვა არ აღევლინება.

 

დახურულია ეკლესიის კარი და ის მხოლოდ მაშინ იღება,როდესაც დამთვალიერებელი სტუმრობს სოფელს. ადგილობრივი ირინა დევდარიანის თქმით, ტაძარში წირვა - ლოცვა წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღევლინება - 21 ნოემბერს. მთავარანგელოზობის დღესასწაულზე.

 

უსახსრობის გამო, შეჩერებულია ტაძარში დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები. ნაწილობრივ მოპირკეთებულია ეკლესიის კედლები, მოსახატად მომზადებულია საკურთხეველი. ეკლესიის გარე ფასადზე შეინიშნება ბზარები. ტაძრამდე მისასვლელი გზაც საჭიროებს მოპირკეთებას.

 

ხოტეველები ითხოვენ ეკლესიის რესტავრაციის დასრულებას.

 

 

მანანა ლეშქაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9870
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია