დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დალი ბარაბაძისა და მეუფე კალისტრატეს საქმე სააპელაციო სასამართლომ განიხილა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/07/13 14:49:00

 დალი ბარაბაძისა და მეუფე კალისტრატეს საქმესთან დაკავშირებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართა, სადაც ჟურნალისტი დალი ბარაბაძე აპროტესტებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას -სამსახურში, გელათის სასულიერი აკადემიის რადიო კორესპონდენტად აღდგენის თაობაზე.  მიტროპოლიტის გადაწყვეტილება, სამსახურში აღდგენის თაობაზე, სასამრთლომ ბათილად სცნო, თუმცა ჟურნალისტის აღდგენა სამსახურში არ დაკმაყოფილდა.


დალი ბარაბაძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საქმის ხანდაზმულობის გამო, თუმცა, როგორც ჟურნალისტი ამბობს, აქ ორი გარემოება იკვეთება: "მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ ხანდაზმულობის ვადა 10 წელი გასულია, მე საჩივარი შარშან შევიტანე, მაშინ, როცა 8 წელი იყო გასული, გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება ბრძანების ჩაბარებიდან, ბრძანება კი 2016 წლის ნოემბერში ჩამბარდა."


როგორც დალი ბარაბაძე აღნიშნავს, მას არც ამ შემთხვევაში ყავდა ადვოკატი: "მე არ მყავდა ადვოკატი, მე ვარ მეუფე კალისტრატეს ფინანსურ ტერორში, მე იურისტი არა ვარ, თუმცა მაიძულებენ, კანონებიც ვისწავლო, მე უკეთ დავიცავი ჩემი თავი ვიდრე მეუფეს ადვოკატებმა დაიცვეს იგი, მე ვითხოვე სახაზინო ადვოკატი, თუმცა არ დამინიშნეს."


ჟურნალისტის თქმით, მეუფემ მოიყვანა სასულიერი პირები, რამაც დისკომორტი შეუქმნა მას და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, არამარტო ის, არამედ - სასამართლოც, ვინაიდან როგორც თვითონ აღნიშნავს, მეუფეს მხლებლები ხმაურობდნენ. დალის თქმით, მეუფე ისევ მიმართავდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით.


მე მივმართე მოსამართლეს, ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებისთვის მეუფესთვის დაეკისრებინათ მორალური ზარალის ანაზღაურება, თუმცა მოსამართლემ ყურადღება არ მომაქცია“.


ჩვენთან საუბარში ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ: „ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით  5 მამაო იყო მოსული, თუმცა მე ვთქვი, რომ ისინი მეუფეს დაქვემდებარებაში არიან და სიმართლეს არ იტყვიანთქო, ამიტომ მოსამართლემ არ დაუშვა ისინი სხდომაზე".


დალი ბარაბაძე ასევე ამბობს, რომ 2007 წლის 2 ნოემბერს დაწერილია ბრძანება კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიას უნდა შეესწავლა გაზეთქრონიკაშიგამოქვეყნებული დალი ბარაბაძის ინტერვიუ, სადაც საუბრობდა მეუფეს მიერ თანხის მითვისებაზე. ბრძანება გათავისუფლების თაობაზე დათარიღებული იყო 3 ნოემბრით: "ერთი დღე იყო გასული, სამი ნოემბერს უკვე გათავისუფლების ბრძანება დაიწერა, რა იმუშავა ამ ერთ დღეში კომისამ და რა დაადგინა, დიდი ეჭვი მაქვს რომ ბრძანება არ იყო დაწერილი და ახლა დაიწერა, ჩვენთვის მოსაცემ თანხა მეუფეს ეცოდინება სად წაიღო.“


როგორც დალი ბარაბაძემ განაცხადა, იგი აპირებს განცხადება ჯერ უზენაეს სასამართლოში შეიტანოს, თუ ამ შემთხვევაშიც არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა, რადიო კორესპონდენტად აღდგენის თაობაზე,  შემდეგ მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს.


შეგახსენებთ, რომ საკითხი ეხება ჟურნალისტ დალი ბარაბაძისა და ქუთაისგაენათის მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს საქმეს, სადაც დალი ბარაბაძე, რადიო კვალი ნათელის თანხების მითვისებაში ადანაშაულებს და ითხოვს სამსახურში, გელათის სასულიერო აკადემიის რადიო კორესპონდენტად  აღდგენას.

 

 

მეგი კაკაბაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია