დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალთა სოლიდარობის მარშის ორგანიზატორთა განცხადება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/07/18 18:53:00

19 ივლისს 19:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე,ქართველთა მარშის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ქალის გაუპატიურების ღია მუქარის გამო, ქალთა სოლიდარობის მარში ჩატარდება.



რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ე.წ. ,,ქართული მარში“, რომელთა წევრებმაც ქვეყანაში არსებული რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის წინ წამოწევის ნაცვლად, ღიად დაიწყეს ფაშისტური განცხადების გაჟღერება, მათი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა  ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპქტიურების მუქარაში.ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე, მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს.



ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქრა და სიძულვილი!
ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას!


დროა,ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს.
გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ,უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლოდარობა გადამწყვეტია.

ჩვენი მოთხოვნებია:

დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.
მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.


ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიძმს.


მოვუწოდებთ მედიას შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის
ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები,რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.-აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.

 

აქციის ორგანიზატორები არიან: საფარი | ქალები საქართველოდან | ქალთა მზერა | თეთრი ხმაურის მოძრაობა | ქალთა მოძრაობა | ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი | თემიდა | ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი | სამართლიანი არჩევნები | რა მოხდა ქუჩაში | თანასწორობის მოძრაობა | საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო | სამოქალაქო განვითარების სააგენტო | ქალთა ფონდი საქართველოში | საქართველოს ქალთა დეკორატიის ქსელი | HOROOM NIGHTS | ახალგაზრდა მწვანეები

 

მოამზადა ნატო ყურაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია