დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შენი ხმა საკრებულოში
მურმან გუბელაძე: „სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილი თავიანთი კორპუსების დახვეტა-დასუფთავებასაც კი ჩვენგან ითხოვს“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/07/09 08:37:49

     

  „პოსტსკიპტუმი“ აგრძელებს რუბრიკას  „შენი ხმა საკრებულოში“, რომლის მიზანია თვითმართველობის არჩევნებამდე  იმ მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შეფასება, რომელიც მოსახლეობამ 2014 წელს აირჩია.


დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქუთაისის ავტოქარხანის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც მმართველ ხელისუფლებას წარმოადგენს.

 

ინფორმაცია ავტობიოგრაფიიდან:

მურმან გუბელაძე, დაბადების თარიღი 06.07.1959; განათლება -უმაღლესი ( 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგი).


***


ბატონი მურმან გუბელაძე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ “ მაჟორიტარობის კანდიდატად  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დაასახელა.  ამომრჩეველმა აღნიშნულ კანდიდატს სრული ნდობა გამოუცხადა და  მეოთხე წელია ბატონი მურმანი ავტოქარხანის „ხმაა“ საკრებულოში.


რამდენად კმაყოფილი არიან ამომრჩევლები თავიანთი არჩევანით და მურმან გუბელაძის 4 წლიანი საქმიანობით, ამის გასარკვევად ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ. დაახლოებით 30 ადამიანს გავესაუბრეთ.


„კარგი პედაგოგი და კარგი ადამიანია,როგორც მაჟორიტარს კი არ ვიცნობთ,“ -  ასეთი პასუხი გაგვცა გამოკითხულთა უმრავლესობამ.

 

****

წყლით სავსე სარდაფები, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების არარსებობა გზებზე, გაუკრეჭავი გაზონები, არასაკმარისი ურნები -  ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია,რომელიც გამოკითხული მოსახლეობის ნაწილმა დაგვისახელა.  მატივე თქმით, ეს პრობლემები იდგა 2015 წელშიც და დღესაც იგივეა. 


****


საკუთარი საქმიანობის  და  გამოთქმული მოსაზრებების  შეფასება ვთხოვეთ თვითონ მაჟორიტარს.

მურმან გუბელაძეს ძალიან გაუკვირდა ის ფაქტი, რომ მისი ამომრჩეველი  არ იცნობს, თუმცა განსხვავებული არგუმენტი ვერ დაგვისახელა.   „ჩემი ამომრჩეველი ადრიდან მიცნობს,  სხვა სამსახურებიდანაც. მოსახლეობის  ყველა პრობლემა გულთან ახლოს მიმაქვს, ჩემი მეზობლები ჩემ მზეს იფიცებენ, რომ შემხვდებიან და მიკვირს, ასე რატომ ამბობენ. "


მურმან გუბელაძეს სამსახურში, ავტოქარხანის მუნიციპალიტეტში გავესაუბრეთ. მისი თქმით, პარასკევი დღე 11:00 საათიდან მოქალაქეებთან  შეხვედრებს ეთმობა,  თუმცა ჩვენი იქ ყოფნის დროს არავინ მოსულა. ბატონმა მურმანმა ვერც კონკრეტული ციფრი დაგვისახელა, თუ რამდენი ამომრჩევლის განცხადება შევიდა დეპუტატთან ამ ხნის მანძილზე.


დეპუტატის თქმით, ის წინასაარჩევნოდ „ოქროს კოშკების“ აშენებას არავს დაპირებია და რაც შეუძლია მისი კომპეტენციის ფარგლებში, აკეთებს.


მურმან გუბელაძემ გვითხრა, რომ მოსახლეობის მიერ დასახელებული ყველა პრობლემა შესაბამის ორგანოებში დაყენებული აქვს, რადგან ყველა პრობლემის გადაჭრა თვითონ არ შეუძლია, თუმცა ზოგჯერ სწორედ ამ ორგანოების მიერ ყოვნდება პრობლემური საკითხების გადაჭრა, რაც დეპუტატისთვისაც  მიუღებელია.


მან საუბრისას ისიც აღნიშნა,რომ სოციალური პრობლემებით დამძიმებული მოსახლეობა ხშირად უფრო პირადი საჭიროებების მიზნით აწუხებს , ვიდრე- საერთო სატკივარით.


-  მოხუცი ქალბატონები ,რომლებიც ოპერაციის დაფინანსებას ითხოვდნენ, პირადად შემიყვანია საკრებულოში ხელკავით და სხვადსხვა სარეზერვო ფონდების დახმარებით მოგვიძებნია საჭირო თანხა. ისეთი ადამიანებიც მოსულან ჩემთან,რომლებიც მათი მდგომარეობის გათვალისწინებით არ საჭიროებდნენ ბიუჯეტიდან დახმარებას, მათ ცხადია, უარით ვისტუმრებდი. ისინი ალბათ ნაწყენი არიან და არც მიკვირს. მართლა კარგად ვიცნობ ამ უბანს და ყველას მდგომარეობა ვიცი, ვერავინ ვერ იტყვის,რომ მე სხვისი გსაჭირი გულთან ახლოს არ მიმეტანოს"- ამბობს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მურმან გუბელაძე.


მოსახლეობის კრიტიკას დეპუტატი გაგებით ეკიდება, რადგან ფიქრობს, რომ მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლისგან ყოველთვის მეტს ითხოვენ. "კი ბატონო, ყველა საკითხი ვერ მოვუგვარე, მაგრამ განათებები რომ გავაკეთეთ  და რაღაცეებიც შევაკეთეთ, ამასაცარავინ ამბობს. სამწუხაროდ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ მოთხოვნებს აყენებს და თავად არანაირი მოქალაქეობრივი თუ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. თავიანთი კორპუსების სადარბაზოების დახვეტა-დასუფთავებასაც  კი ჩვენგან ითხოვენ"-ამბობს მურმან გუბელაძე.


 ბატონმა მურმანიმ საუბრის ბოლოს გვითხრა,რომ მაჟორიტარობა მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის და ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მომვალ არჩევნებში კვლავ მიიღებს თუ არა მონაწილეობას. "თუ პარტია ჩათვლის,რომ მე საჭირო ვარ, დავფიქრდები, ვიყარო თუ არა კენჭი, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი."

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია