საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პოლონური სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები ამოიღეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/07/04 17:28:47

 

 

ქართული და ევროპული ოფიციალური უწყებების ერთობლივიძალისხმევის შედეგად, პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს. 


როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, პოლონეთის ერთ-ერთ  სავაჭრო ქსელში აღმოჩენილ, უკრაინაში წარმოებულ ღვინის ეტიკეტებზე დატანილი იყო ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება - „კახეთი“.


  მისივე ინფორმაციით,ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა  - საქპატენტმა მითითებულ  კონტრაფაქციულ საქონლთან დაკავშირებით, მიმართეს ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების საკითხებზე.


„ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსადმი გაცემული მითითების შესაბამისად, პოლონეთის სუპერმარკეტების ქსელში  ინსპექტირება განხორციელდა. შედეგად დადგინდა, რომ ღვინოუკრაინაში იყო წარმოებული და იყიდებოდა ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების („კახეთი“) გამოყენებით, რის შემდგომ, იმიტირებული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან  ამოიღეს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია