დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დედაენის ბაღში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/30 15:45:09

 

საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გამართა.


თბილისში, დედაენის ბაღში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვაკუთხიდან აგროპროდუქციის მწარმოებელმა  კოოპერატივებმა. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში წარმოდგენილი იყო  თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი, ხილი  და ბოსტნეული. 

 

აგროპროდუქციის გამოფენადაათვალიერეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა  და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.


ვფიქრობთ, რომ ასეთი ღონისძიებები   გაიმართოს რეგიონებში ამავე დროს  ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან რომ ქალაქში თვეში ერთხელ მოეწყოს მსგავსი გამოფენები, რაც ხელს შეუწყობს  კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.


დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვეტექნოლოგიებისადასტანდარტებისდანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია