დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მედიასახლ P.S.-ის ჟურნალისტის კიდევ ერთი პრიზი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/29 11:45:43

26 ივნისს "ოქსფამისა" და "ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების" მიერ ორგანიზებული მედია კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

 

ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულად დასახელდა სახელმწიფო რადიო გადაცემის „ეკო მეტრის“ წამყვანი ქ-ნ ბარბარე ბენაშვილი, როგორც საუკეთესო ანალიტიკური რადიო რეპორტაჟების ავტორი. ქალბატონ ბარბარეს გადაეცა „ალტა -ოკ“ -ის 550 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერი და მადლობის სერთიფიკატი.

 

მადლობის სერთიფიკატები და „ალტა -ოკ“ -ის 250 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერები  ასევე გადაეცა კონკურსის კიდევ სამ მონაწილეს, მათ შორის -  მედიასახლ “P.S.”-ის ჟურნალისტს მარიკა ვაჭარაძეს, ინტერნეტგამოცემაში psnews.ge გამოქვეყნებული სტატიისათვის. აღსანიშნავია, რომ მედია სახლი „პოსტკრიპტუმი“ დაარსების დღიდან დღემდე გარემოს დაცვით საკითხებს აქტიურად აშუქებს. რადგან თვლის, რომ ეს ის სფეროა, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორები და სახელმწოიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში მოქმედ ყველა ბეჭდვითი, ონლაინ და სამაუწყებლო მედიის წარმომადგენლებს. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება საქართველოში სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესახებ; ასევე, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების შემცირების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ.

 

კონკურსი ჩატარდა ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (EჩHO) მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ”ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში”.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია