დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილები დაამტკიცა
2017/06/17 17:12:05

ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მესამე – საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას შეფასებით, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარებისთვის.

 

„მევენახეობა-მეღვინეობა სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის დღეს უკვე ერთმნიშვნელოვნადაა აღიარებული და კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოებისა და რეალიზაციისათვის. აუცილებელი გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება და ამის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს, ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას. ასევე, გამოიწვევს უცხოური ბაზრების დაინტერესებას და ჩვენს ქვეყანას მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლის რეპუტაციას შეუქმნის“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონი 1998 წელს არის მიღებული და მასში მნიშვნელოვანი ცვლილება 2002 წლის შემდეგ არ შესულა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სხვა ცვლილებებთან ერთად, საჭირო იყო ტერმინოლოგიის ევროკავშირისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაც.

 

კანონს დაემატა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ქვევრის ღვინო“, „ქარვისფერი ღვინო“, „აისვაინი“, „ვაზის გენეტიკური რესურსები“ და სხვა. შინაარსობრივად დაიხვეწა (ტექნიკურად დამუშავდა) ის განმარტებები, რომლებიც კანონის ცალკეული დებულებების ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდნენ. კანონიდან ამოღებულ იქნა საკმაოდ მოძველებული ტერმინი – „ვაზის ჯიშების სტანდარტული ასორტიმენტი“ და შემოვიდა „სამრეწველოდ ნებადართული ჯიშების ჩამონათვალი“, ზონებისა და ქვეზონების მიხედვით დადგინდება „რეკომენდირებული ვაზის ჯიშების“ ჩამონათვალი. ასევე დადგინდა ვენახის კატეგორიები, ახლებურად განისაზღვრა სპირტიანი სასმელების კატეგორიები და მათი წარმოების წესი.

 

ოთარ დანელიას განცხადებით, მოქმედ კანონში განხორციელებული ცვლილებები დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს.

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სულ უფრო იზრდება ღვინის ექსპორტი, რის შესახებ სტატისტიკაც მეტყველებს: 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მსოფლიოს 41 ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტირებულია 25 მილიონამდე ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 64%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო, რაც ასევე 58%-ით მეტია ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. ექსპორტის განსაკუთრებული მატება შეინიშნება ჩინეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელარუსში, ლატვიაში, აშშ-ში, გერმანიაში, ხოლო საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტი თითქმის 5-ჯერაა გაზრდილი.

 

www.bpi.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია