დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/16 20:06:07

ქუთაისის კერძო სკოლის "ღონე ქვეყნისა" მეოთხე-მეხუთე კლასელმა მოსწავლეებმა გამოყენებითი ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის თავისუფალ გაკვეთილებზე „სიმაღლის მზომავი დეკოდერი“ დაამზადეს და ამით თავიანთი იდეის სრულფასოვანი რეალიზაცია მოახდინეს.

 

უნიკალური ხელსაწყო ნებისმიერ სიმაღლეს ზომავს, მათ შორის - მიუწვდომელ ადგილებში. ორი გოგონასა და ოთხი ვაჟისაგან შემდგარმა გუნდმა პროექტი „სიმაღლის გაზომვის მეთოდები“ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს წარუდგინეს.

 

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს და მათ მიერ შექმნილი რობოტი საჰაერო ბუშტის საშუალებით, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის სიმაღლე გაზომეს.

 

ამ მოსწავლეებთან და საქართველოს რამდენიმე ათეულ სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პროფესორი დავით სონღულაშვილი, ისინი მეთოდურად დიდ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს იდეების რეალიზებაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია