საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შენი ხმა საკრებულოში
ლელა ქელბაქიანი: „ საკრებულოში კენჭს აღარ ვიყრი, აღარ შემწევს უნარი, კიდევ ერთხლ გავითავისო ამდენი ადამიანის პრობლემა“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/15 19:40:41

 

ქუთაისელ ამომრჩევლებს ლელა ქელბაქიანი მხოლოდ წინასაარჩევნო პლაკატებიდან ახსოვთ

 

არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვვლა დემოკრატიულობის უმალეს წერტილად ითვლება. მოსახლეობასაც ყოველი არჩევნევის წინ სასურველი, დადებითი სიახლეების  მოლოდინი აქვს. თუმცა ეს მოლოდინი, როგორც წესი, დაახლოებით 6 თვეში აბსოლიტურად იცვლება ხოლმე და  იწყება ახალ ხელისუფლებაზე იმედგაცრუებული ხალხის წუწუნი,რომელთაც მომავალ არჩევნებამდე არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. 

 

ამჯერად  ჩვენი ქვეყანა და ხალხი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპისათვის, ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებისთვის ემზადება.


ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, თუ როგორი დამოკიდებულება არსებოს ქვეყნის თვითმმართველ ქალაქში, ქუთაისში, მოახლოებული არჩევნების მიმართ და რითი დაამახსოვრეს თავი ხალხს ამ დროისათვის წარმოდგენილმა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის რჩეული კანდიდატები გახდნენ.


ქუტაისის საკრებულოში ამ დროისთვის 10 მაჟორიტარი დეპუტატი საქმიანობს. ჩვენ ახალი რუბრიკით „შენი ხმა საკრებულოში“,  თითოეულ მათგანზე პერიოდულად მოგაწვდით მათი საქმიანობის „ჟურნალისტური მონიტორინგის“ შედეგებს.


პირველი სტატიის დაწერა იმ დეპუტატზე გადავწყვიტეთ, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლების ხმას წარმოადგენს  საკრებულოში და რომელსაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია თვითმმართველობის ორგანოში. ეს გახლავთ კახიანაურისა და მუხრანის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი ლელა ქელბაქიანი.

 

ინფორმაცია ავტობიოგრაფიიდან: ლელა ქელბაქიანი, დაბადების თარიღი: 23.12. 1970; განათლება - უმაღლესი (ქიმიის დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი).                

 ოჯახი: ჰყავს 18 წლის ვაჟი, დავით გაბელაშვილი. 

 

***


ლელა ქელბაქიანმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნება -თავისუფალი დემოკრატები"-ს სახელით იყარა კენჭი. გამარჯვებიდან სამ თვეში ის კოალიციას გამოეყო და უპარტიო მაჟორიტარი გახდა. ის ასევე არის  საფინნსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი. აღნიშნული კომიტეტი  მონაწილეობს თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირებაში და აკონტროლებს ხარჯებს. 


სანამ უშუალოდ ლელა ქელბაქიანს გავესაუბრებოდით,  ქუჩის გამოკითხვა ჩავატრეთ მის სამაჟორიტარო დასახლებაში. არჩევნებისს გაგონებაზე ბევრმა რესპონდენტმა საერთოდ არ მოისურვა ჩვენთან გასაუბრება.   პირადი პრობლემებით დამძიმებულ მოსახლეობას უჭირს ზოგად საჭიროებებზე ორიენტირება. ეს კარგად ჩანს მათთან საუბრისას.


"რწმენადაკარგულები ვართ", "საქმით დაგვამახსოვროს თავი"," მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით", "არაფერი გაუკეთებიათ", - ძირითადად მსგავსი შინაარსის ფრაზები მოვისმინეთ იმ  ადამიანებისგან, რომლებიც 3 წლის უკან დიდ იმედებს ამყარებდნენ არსებულ ხელისუფლებაზე.

 

განცხადება ძველი ინტერვიუდან, რომელიც ლელა ქელბაქიანმა 2014 წელს, უკვე საკრებულოს დეპუტატმა გააკეთა:
რამდენად მიცნობენ, ამომრჩევლებს უნდა ჰკითხოთ. ყველაზე მთავარი, რაც დაამახსოვრდებათ-მაჟორიტარი, რომელიც ყოველთვის მათ გვერდით იდგა და მაქსიმალურად ცდილობდა ამომრჩევლების ინტერესების დაცვას. 

 

***


2017 წლის ივნისის დასაწყისში ჩვენ დაახლოებით 50 ამომრჩეველს ვკითხეთ, თუ იცოდნენ, მისი დეპუტატი ვინ იყო საკრებულოში და  99%-მა ვერ დაგვისახელა, ვინ იყო მათი მაჟორიტრი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში. ერთმა ქალბატონმა  კი  ლელა ქელბაქიანი მხოლოდ  წინასაარჩევნო პლაკატებიდან გაიხსენა.

 

თვითონ ლელა ქელბაქიანმა გვითხრა, რომ ის არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც ბევრჯერ შეხვედრია ამომრჩეველს და თუკი გამოკითხული ადამიანები გარეთ არ გამოდიან, ეს მისი ბრალი არაა და სახლში ვერავის შეუვარდება. მისივე თქმით, შხვედრებზე არასდროს შეინიშნება მოსახლეობის მაღალი აქტივობა. 

 

მოსახლეობამ ასევე ვერ დაგვისახახელა წინასაარჩევნო დაპირებები. ხოლო კითხვაზე, კვლავ აირჩევენ თუ არა იგივე დეპუტატს, ყველამ უარყოფითი პასუხი გაგვცა!

 

ლელა ქელბაქიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მას არანაირი კონკრეტული დაპირება წინასაარჩევნოდ არ მიუცია მოსახლეობისთის, რადგან არც ის იცოდა, გაიმარჯვებდა თუ ვერა ან  გამარჯვების შემთხვევაში, რა შესაძლებლობები ჰქონდა მაჟორიტარს.


 "ჩემი ერთადერთი დაპირება იყო ის, რომ ჩემი ამომრჩევლისთვის ნებისმიერ დროს ვიქნებოდი ხელმისაწვდომი, მათთან კონტაქტი მექნებოდა ნებისმიერი საშუალებით და მე ეს შევასრულე“- აცხადებს ქუთაისის კახიანაურისა და მუხრანის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი ლელა ქელბაქიანი.


მისივე თქმით, ისეთ ზოგად პრობლემებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტების მოთხოვნები  და საბინაო მეურნეობის საკითხების მოწესრიგება,  დანიშვნის პირველივე დღიდან აწესრიგებს. განსაკუთრებული პრობლემები კი მის უბანზე არ დაფიქსირბულა.  ბევრ თხოვნას კი ყოველგვარი ოფიციალური მიმოწერის გარეშე უგვარებს მოსახლეობას, რადგან არ უყვარს ბარიერების შექმნა.


გამოკითხულმა რესპონდენტებმა კი შემდეგი პრობლემები დაგვისახელეს: რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიის გაკრეჭა, დასუფთავება (ამ გზას  კახიანაურის მოსახლეობა საფეხმავლოდ იყენებს); მაწანწალა ძაღლების სიმრავლე მათ უბანში; დასახლებულ უბნებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დაგება (ე,წ. "ბუგორები"); ურნების დამატება;


ლელა ქელბაქიანი ამბობს,რომ რკინიგზის ტერიტორიიის დასუფთავების უფლება მათ არ აქვთ. თხოვნით კი უკვე მიმართეს რკინიგზის სამსახურს. მაწანწალა ძაღლები აცრილები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ, დახოცვა კი აკრძალულია.  სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, მისი ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას უკვე დაიგო. ურნებიც საკმაოდ მრავლად ჩაიდგა. როგორც ჩანს, თვითონ მოსახლეობაა ინდიფერენტული და ხელისუფლების შრომას ვერ აფასებს.


ლელა ქელბაქიანმა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობა  მოკლედ განგვიმარტა და დასძინა,რომ საკმაოდ კარგად თანამშრომლობენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

 

ამონარიდი ძველი ინტერნეტმასალებიდან:

აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ჩვენც და მკითხველსაც ალბათ ის ცნობილი ბრიფინგი გაახსენდა, რომელიც გასულ წელს პარტიათავისუფალი საქართველოსიმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიამ გამარტა და  განაცხადა: ქუთაისის საკრებულოს წევრი ლელა ქელბაქიანი ბიზნესით არის დაკავებული, ამავდროულად  საკრებულოში იღებს ხელფასს. მაშინ, როდესაც ნახევარზე მეტი ადამიანებისა შიმშილობს, როდესაც არ აქვთ შემოსავალი და ელემენტარული საარსებო, ამის ფონზე საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ასევე ბიზნესით არის დაკავებული, იღებს ყოველთვიურად 1360 ლარს(მას ერიცხება 1700 ლარი, თუმცა ხდება თანხის ნაწილს დაქვითვა). გამოდის, რომ ქუთაისის საკრებულო  ბიზნესმენს ფულს უხდის.  მსგავსი პროცესი არის ქვეყნის  და მოქალაქეების დაცინვა. მოვუწოდებ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, შეწყვიტონ ბიზნესმენებზე ხელფასის გაცემა. ამ ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტები ცდილობდნენ ლელა ქელბაქიანთან დაკავშირებას, მაგრამ იგი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და არც მერე გაუკეთებია რაიმე კომენტარი.

 

***

 

ჩვენთან საუბრის დასასრულს  ლელა ქელბაქიანს განვლილი პერიოდის შეფასება  ვთხოვეთ და პოლიტიკასთან დაკავშირებულ  სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ.
"დეპუტატის სტსტუსი ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. შეუძლებელია ყველა ადამიანის პრობლემა 3-4 წელიწადში მოაგვარო. 2014 წელს პირველად გავიცანი მოსახლეობა. მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ ქვეყანაში ამდენი საარსებო მინიმუმს ქვემოთ მყოფი ოჯახი  და პრობლემა  არსებობდა. კმაყოფილი ვერ ვიქნები, როცა ვიცი, რომ ეს ხალხი და პრობლემები ისევ არსებობს.


„მომავალ არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას, უკვე გადაწყვეტილი მაქვს.  აღარ შემწევს უნარი, კიდევ ერთხლ გავითავისო ამდენი ადამიანის პრობლემა."- აცხადებს ლელა ქელბაქიანი.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია