საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იაპონელი ღვინის იმპორტიორები საქართველოს სტუმრობენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/15 13:47:47

  იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი, ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. ჯგუფის შემადგენლობაშია ასევე ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში. ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. კენიჩი ოჰაში ერთი თვის წინ სტუმრობდა საქართველოს და სწორედ მაშინდელი ვიზიტის შედეგად გადაწყვიტა, რომ საქართველოში უკვე იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოსულიყო. სტუმრები ეწვიენ 20-მდე ღვინის კომპანიას ქართლსა და კახეთში, სადაც დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ღვინოები. იაპონელ პროფესიონალებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად,  ქვევრის ღვინომ მოახდინა.


როგორც იაპონელი იმპორტიორი, ტაკაკო ოსავააცხადებს, მიუხედავად იმისა, რომიაპონიის ბაზარზეუხვადააიტალიური, ესპანურიდასხვაქვეყნებისღვინოები, მსგავსი ვიზიტების შედეგად,ქართულიღვინოიაპონურიბაზრისთვისსაინტერესოგახდება.


ქართულიღვინითაღფრთოვანებულივარ.იაპონურბაზარზეარისზოგიერთიქართულიღვინო, რომლებიცუნიკალურიადასწორედამიტომმომინდაჩამოვსულიყავისაქართველოშიდამენახარახდებააქღვინისსფეროში. აქღვინისდიდიმრავალფეროვნებაა, ჩვენძალიანცოტავიცოდითამყველაფრისშესახებ. ქართულიღვინისხარისხიძალიანმაღალია, ფასიკიარცისეთიძვირია, ხელმისაწვდომია.ჩვენგავსინჯეთევროპულისტილისქართულიღვინოებიდატრადიციულიღვინოები. იმდენიგანსხვავებულიკატეგორიისღვინოადაყველამათგანისხარისხიმაღალი, ფასიკიმიმზიდველიაიაპონურიბაზრისადამომხმარებლისთვის.” - განაცხადა ტაკაკოოსავამ.


ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ შემდეგ ღვინის საწარმოები: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „მარანული“, „ფაფრის ველი“, „კარდენახის ღვინის მარანი“, „კახური ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ორგო“, „შუხმანის ვაინს ჯორჯია“, „მეღვინეობა ხარება“, „შუმი“, „ალავერდის მონასტერი“, „ვაზიანი კომპანი“, „საწნახელი“, „შალაური“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „გოცას ღვინოები“, ასევე ესტუმრნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს.


 

კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია