საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) სოფლად ეკონომიკური განვითარების მიზნით ახალ პროექტს იწყებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/05/31 21:44:03

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია - „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) აწყობს ახალი პროექტის - „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ პრეზენტაციას. 


People in Needდა მისი პარტნიორი ორგანიზაციები წარმოადგენენ პროექტის მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებსა და საქმიანობებს, რომლებიც მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის, აგრარული პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვის განვითარებაზე.

 

გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, დონორი ორგანიზაციების, საელჩოების, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიაზე მოწვეულია მედია.

 

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის  განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. პროექტის პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი.“ სოფლისმეურნეობისადასამხარეოგანვითარებისქართულიალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის ძალისხმევას.

 

პროექტი მოიცავს საქართველოს შვიდ რეგიონს (იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა და ქვემო ქართლი). პროექტის მიზანია სოფლად ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პროცესის ხელშეწყობა 24 რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებით, რომ ისინი დაეხმარონ ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასვე ინდივიდუალურ აგრო-მეწარმეებს, უფრო აქტიურად ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რასაც იძლევა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6855
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია