დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/05/30 21:05:00

ხვალ ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ამასთა დაკავშირებით ქუთაისის ვიცე-მერმა კონსტანტინე ქავთრაძემ საკრებულოს სხდომის დასრულებემდე  განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მოუწოდა, იაქტიურონ, რათა სტუმრებს დაანახონ, რომ მათთვის რაგბი სინტერესო სპორტის სახეობაა.

 

მისივე თქმით, ამ ბოლო დღებში ქალაქში სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ამ დროისათვის ყველა სასტუმრო სრულადაა დატვირთული.

„საქართველო მასპინძლობს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ოცწლიანელთა შორის. საქართველოს მასშტაბით მსგავსი სიძლიერის ტურნირი ჯერ  არ ჩატარებაულა. მათ შორის ქუთაისი მასპინძლობს ერთ-ერთ ქვეჯგუფს,რომელშიც შედის ახალი ზელანდიის, ირლანდიის, შოტლანდიის და იტალიის გუნდები. მნიშვნელოვანია ქალაქმა წარმოაჩინოს ტავისი პოტენციალი. მოსახლეობას მოვუწოდებ დაესწრონ აღნიშნულ შეჯიბრებებს.„ - განაცხდა კონსტანტინე ქავთარაძე

 ბილეთების შეძენა შესაძლებებია „აია-არენას“ მოედნის სალაროებში, ფასი 5-დან 10 ლარამდეა.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია