დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყუპი ძმები ვართაგავების ფერწერული გამოფენა ქუთაისში
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/05/19 11:34:15

ქუთაისში დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების  გალერეაში ხელოვნების მოყვარულთათვის პირველად მოეწყო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მხატვრების, ტყუპი ძმების ტარიელ და ავთანდილ ვართაგავების ფერწერული შემოქმედების გამოფენა


,,ტყუპი ძმები ავთანდილ და ტარიელ ვართაგავებიშემოქმედებით ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გამოვიდნენ. მათ ნამუშევრებს ახასიათებს ღრმა ფილოსოფიური აზროვნება, სიურიალიზმის ეფექტები და სიმბოლოები. და რაც მთავარია, ისინი შთაგონებულნი იყვნენ ძველი ინდური, ბერძნული, გერმანული ფილოსოფიითა და რელიგიით.“


შემოქმედი ძმების მხატვრობაში ასევე იგრძნობა ბახის, ბეთჰოვენის, ლისტის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორთა მუსიკის დიდი გავლენა, რამეთუ სწორედ მუსიკა ქმნიდა ფერებით გამოხატულ მათ შინაგან განწყობას.


ღრმა რელიგიურობამ მიიყვანა აგრეთვე მხატვარი ძმები ქართულ ეკლესიებში ფრესკების შექმნასთანაც, რომელზეც მუშაობისას, თავისუფალი სტილის კომპოზიციებს კი არ ქმნიდნენ, არამედ მთლიანად რელიგიურ სამყაროში იყვნენ ჩართულნი.


შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფრესკებზე მუშაობა, მათი აზრით, ,,ქრისტეში შერწყმას, ღმერთთან სიახლოვეს, ემპირიის ცაზე გასვლასა და დედამიწიდან მოწყვეტას ნიშნავდა.“ -  ასე აფასებს ვართაგავების შემოქმედებას პროექტის ავტორი, ფილოლოგიის დოქტორი მარიამ მარჯანიშვილი.


 შეგახსენებთ, ძმები ვართაგავების შემოქმედებით ნუსხაში შედის მსოფლიოს გამოჩენილ მწერალთა წიგნების გრაფიკულად გაფორმებაც.

 

დღეს, მათი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში.


მხატვრობასთან ერთად, ძმები ვართაგავები იყვნენ ჟურნალისტები, მწერლები და პოეტები, რომლებიც აქვეყნებდნენ წერილებს რელიგიის, ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ. მათ კალამს ეკუთვნის ფრანგი მოქანდაკისა და მოაზროვნის ემილ ბურდელის წიგნის ,,ქანდაკების ხელოვნება“ - ქართულად თარგმნა.


 

დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში 2 მაისს გახსნილი გამოფენა 20 მაისამდე გრძელდება.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია