საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების მსურველებს 1 ლარის გადახდა მოუწევთ
2017/05/19 11:18:00

 

ქუთაისის მერიამ ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასური შემოიღო. კანონი მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შევა ძალაში. ბოტანიკური ბაღის დათვალიერების მსურველებს სიმბოლური ფასის, 1 ლარის გადახდა მოუწევთ.  რაც შეხება საქორწილო ფოტოსესიები კი უფრო ძვირი ეღირება.


აღნიშნული საკითხის გნხილვამ საკრებულოს წევრებს შორის აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია.  გია უკლებამ ქალაქის მერს დამატებითი შეკითხვები დაუსვა თუ რატომ ხდება ფსიანი ბაღის დათვალიერება? და  რა გაუმჯობესდება ამ გადასახადის შემოღებით?


საკითხს მხარი არ დაუჭირა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა სამსონ გუგავამაც. „მოქალაქეები,როგორც გადამხდელები ისედაც იხდიან ბოტანიკური ბაღის შენახვის საფასურს. ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა ირიცხება ბოტანიკური ბაღის შესანახად, თუმცა რამე განსაკუთრებულ სერვისს ვერ სთავაზობს ის მომხმარებელს.


აღნიშნული ხეელისუფლება არის ანტიხალხური და ანტინაციონალური,რომელიც ყველა თავისი გადაწყვეტილებით ურთულებს ხალხს ცხოვრებას.“-განაცხადა სამსონ გუგავამ.


„ჩვენ ბოტანიკური ბაღი ჩაგვბარდა იმ მდგომარეობში არ შეისვლებოდა. მისი რეაბილიტაცი ნახევარი მილიონი ლარი დაგვიჯდა.  ახლა გდავწყვიტეთ როგორც ყველა ბოტანიკური ბაღი ესეც ფსიანი გავხადოთ. შეღავთებ დაწესდება 7 წლმდე ბავშვებზე და შეძღუდული შსაძლებლობის მქონე პირებზე. „- განაცხადა შოთა მურღულიამ

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია