დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულომ საუნივერსიტეტო ქალაქის რეგულირების გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა
2017/05/18 11:10:00

საკრებულოს რიგგარეშე 33-ე სხდომაზე ქუთაისის  მერმა საკრებულოს წევრებთან და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელთან ერთად საუნივერსიტეტო ქალაქის რეგულირების გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა.  უნივერსიტეტის განაშენიანებას დააფინანსებს „ქართუ ჯგუფი“.

 

პირველი ეტაპი 2 წელიწადში განხორციელდება. დროის ამ მონაკვეთში იგეგმება  ერთი საუნივერსიტეტო კორპუსის, 3 სტუდენტური საცხოვრებელის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. ხოლო, უნივერსიტეტის გახსნა 2019 წლისთვის იგეგმება და  პირველ ჯერზე 3000 სტუდენტზეა გათვლილი. იდეაში კი საუნივერსიტეტო ქალაქი 40 000 სტუდენტზეა გათვლილი.  „ ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლიმა   ვახტანგ ცაგარელმა  გნაცხადა,რომ გეოლოგიური სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქტიური სამშნებლო საქმიანობა მიმდინარე ზაფხულიდან დაიწყება.

 

 საკრებულოს წევრებმა საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს ამ პროექტთან დაკავშირებით. უმრეავლესობის წევრიების თქმით, ამ პროექტის განხორციელებით ქალაქს საგამნანათლებლო ფუნქცია დაუბრუნდება.


ნაციონალური მოძრაობის წევრმა ამირან ძოწენიძემ კი მერს საკონსტიტუციო განხილვაზე გაჟღერებული  მოსაზრება შეახსენა, რომლის მიხედვითაც საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების მერე პარლამენტი თბილისში გადავა. „უკეთესი მომავლის იმედით ის  ერთი ქილა ერბოც არ დავამტვრიოთ,რომელიც ახლა ნამდვილად გვაქვს„


იგივე პათოსი გააგრძელა საკრებულოს წევრმა ზაზა ლომინაძემაც:“მე ვთვლი,კონსტიტუციიდან 41-ე მუხლი არ ინდა ამოიღონ, რადგან უნივერსიტეტთან ერთად პარლამენტის ფუნქციონირებაც აუცილებლია ქუთაისში. მაგალითად, როდესაც უნივერსიტეტი გაიხსნება, საჭირო გახდება უცხო ენის მცოდნე ლექტორების მოძებნა. ვიცით,რომ ბევრი პარლამენტარი კარგად ფლობს უცხო ენას, მათ შორის არიან ლექტორები და პროფესორებიც.  თუ უნივერსიტეტი გაიხსნება, მათ საშუალება ექნებათ თვისუფალ დროს ჩაატარონ ლექციები. ამით ქუთაისი უფრო გაძლიერდება.


„დღეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გარემოს რეგულირების გეგმა ქუთაისის საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. ეს არის საუკუნოვანი პროექტი,რომლის ალტერნატივაც არამგონია არსებობდეს.„- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიმ.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია