დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო ამბები
გედევან ფოფხაძე: “მე მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი არა მოწევის, არამედ - მწეველების წინააღმდეგ.“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/05/17 10:58:00

 

მიუხედავად დიდი კამათისა და  აზრთა სხვდასხვაობისა,  "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტმა მე–3 მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე პარლამენტარების ხმები ასე გადანაწილდა:85 მომხრე 1 წინააღმდეგი. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა გედევან ფოფხაძემ.


აღნიშნული კანონის ინიციატორი პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა.

კანონპროექტით, მკაცრად იკრძალება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, საჯარო სივრციდან მოწევა დაშვებული იქნება მხოლოდ რამდენიმე ობიექტში, მათ შორის, სამორინესა და სიგარაბარში, თუმცა, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ სალიცენზიო პირობებს. თამბაქოს მოწევა ასევე აიკრძალება ღია სივრცეებში და სტადიონებზე.


"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი ეტაპობრივად შევა ძალაში, 2018 წლის 1 მაისისდან კი მოხდება სრული აკრძალვა.


"ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის შედეგადაც საქართველო გახდება  ქვეყანა, სადაც იქნება თამბაქოსგან თავისუფალი სივრცე და სადაც არამწეველთა უფლებები იქნება  დაცული.  ამ კანონით, ასევე, დავიცავთ არასრულწოვანებს მოწევის საფრთხისგან:-განაცხადა კანონის ავტორმა გუგული მაღრაძემ.


ჩენ ასევე ვესაუბრეთ  ადამიანის უფლებათა დაცვის კოიტეტის თავმჯდომაარის მოადგილეს, პარლამენტის წევრს,  გედევან ფოფხაძეს, რომელმაც კანონ-პროექტს მხარი არ დაუჭირა.


“მე მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი არა მოწევის, არამედ - მწეველების წინააღმდეგ. რაც არასწორია. უფლებრივად ამ ადამიანებსაც აქვთ უფლება  მოწიონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მავნე ჩვევაა.  რეგულაციებით ადამიანების ჩაყენება ასეთ  მდგომარეობაში, ცოტა არ იყოს, დისკრიმინაციაა."- გვითხრა გედევან ფოფხაძე

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია