დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უცხოეთში მცხოვრები თანაქალაქელის მიმართვა ქუთაისელებს
"ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ქუთაისელებს მართებთ დაფიქრება,თუ ვინ იქნება ქალაქის მერი"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/05/10 16:12:51

 

ქუთაისელთათვის (და არამარტო მათთვის) კარგად ცნობილი პიროვნება, საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი და ამჟამად ამერიკაში მცხოვრები ცნობილი მხატვარი, ქალბატონი გულნარა წიკლაური სოციალური ქსელით ავრცელებს მიმართვას ქუთაისელებისათვის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"მოგმართავთ ქუთაისელებს!
ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ქუთაისელებს მართებთ დაფიქრება,თუ ვინ იქნება ქალაქის მერი...


ქალაქში დაგროვდა ბევრი პრობლემა(ქალაქის სტატუსის განსაზღვრა,პარლამენტის ყოფნა-არყოფნა,ეკონომიკური მდგომარეობა და მრავალი სხვა),რომელთა გადაწყვეტა მოითხოვს ქალაქის ხელმძღვანელის პრინციპულ პოზიციას,ქალაქის ინტერესების დაცვას,საჭირო შემთხვევაში მთავრობასთან დაპირისპირებასაც კი ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე...


ერთადერთი კაცი, ვინც ამას გააკეთებს, ჩემის აზრით,არის თემურ შაშიაშვილი, რომლის სახელსაც უკავშირდება ბევრი სასიკეთო საქმე...


ვინმეს მოგწონთ თუ არა იგი,ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს...თუ გამოვალთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან,ბევრი მიზეზის გათვალისწინებით,რომელთა თაობაზე იციან ქუთაისელებმა,იგი ყველაზე მეტად დაიცავს ქალაქის ინტერესებს,რაც მან არაერთხელ გვაჩვენა,როცა იყო ქალაქის და რეგიონის ხელმძღვანელი წლების მანძილზე...


შექმენით საინიციატივო ჯგუფი და დაუჭირეთ მას მხარი!ეს ისევ თქვენს ინტერესებში შედის!"

 

გულნარა წიკლაური

 

(წერილის ფოტოდ გამოყენებულია თავად გულნარა წიკლაურის ნახატი)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია