საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ორმაისობის" დღესასწაული ქუთაისში პარლამენტის დატოვების მოთხოვნით
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/05/02 19:45:06

გვირილობის დღესასწაულის პარალელურად, ქუთაისში  ცენტრალურ მოედანზე  საპროტესტო აქცია მოეწყო.


აქციის მონაწილე არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ამ ფორმით, ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საქართველოს კონსტიტუციიდან 48-ე მუხლის ამოღება,რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. 

 

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ სხვაადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრები.


„ქუთაისში პარლამენტის დატოვება  არის ერთე-ერთი გზა ამ ქალაქის გადასარჩენად. ქუთაისისათავის პოლიტიკური დედაქალაქის სტატუსი არის მნიშვნელოვანი, ამით თბილისი არაფერს დაკარგავს. რაც უფრო მეტი ძლიერი ქალაქი იქნება საქართველოში, მით უკეთესია ყველასთვის.  ჩვენი პროექტი იყო, ქუთაისში ყოფილიყო პარლამენტი, მთავრობაც და სხვა ინსტიტუტებიც. ამ იდეას  ჩვენ დღესაც მხარს ვუჭერთ. „- განაცხდა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.


აქციას მოგვიანებით შემოუერთდა ნაციონალური პარტიის ლიდერი ნიკა მელია. „ დღეს ყველა ქუთაისელს აქვს სურვილი, პარლამენტი დარჩეს ამ ქალაქში. მეტიც, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიც აქ გადმოვიდეს. ეს მეტყველებს ქუთაისელების ნებაზე. იმისთვის, რომ ქუთაისი მეტად განვითარდეს, საჭიროა ფიქრი იმაზე, რა დავამატოთ  და არა - მოვალაკლოთ ქუთაისს. იმედია, ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, ამ ყველაფრის გასააზრებლად. „


 აქციის წევრებმა კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი  გააკეთეს. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა  კი ხელმოწერების მოგროვება გააგრძელეს. 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია