დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში“- აქცია ქუთაისში
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/04/29 15:06:00

„ დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში“ - ამ მოთხოვნით ქალაქის  ცენტრალურ მოედანზე აქცია მოეწყო.  აქციაზე შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციები,  პოლიტიკური პარტიები და რიგითი მოქალაქეები კონსტიტუციიდან 48-ე მუხლის შესაძლო  ამოღებას აპროტესტებენ, რომელიც გასაზღვრავს პარლამენტის ქუთაისში დატოვების საკითხს.  აქციაზე, ასევე, დარიგდა ფლაერები და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.


 აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას მოუწოდეს, შემოუერთდნენ ორ მაისს, ქუთაისობის პარალელურად დაგეგმილ აქციას, სადაც პარლამენტის შესაძლო გადატანის საკითხს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ და ხელმოწერების შეგროვებასაც გააგრძელებენ.


ჩვენ ვესაუბრეთ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებებისა და განათლებისთვის“ წარმომადგენელს ქეთევან  ბერძენიშვილს: „პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს,რათა ახალგაზრდებმა არ დატოვონ ქალაქი, ადგილზე ჰქონდეთ მათ სწავლის და დასაქმების პერსპექტივა; ადამინებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა;  ქალაქში არსებობდეს გამართული ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა უფრო მეტად გაჯანსაღდეს და ა.შ.“


„ ჩვენ გვიდა ქუთაისი იყოს ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი, რადგან ეს არის ქალაქის განვითარების ერთადერთი საშუალება, ამიტომ ვაპროტესტებთ კონსტიტუციიდან პარლამენტის მდებარეობის ამოღებას.  ეს არის ქუთაისელების მოთხოვნა და არა პოლიტიკური პარტიების“- განაცხადა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია