საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფესტივალის დღიური
დედაქალაქში საქველმოქმედო სასკოლო თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/04/23 18:55:00

 

ქველმოქმედთა თეატრის "მხიარული ნიღბების" და მედიასახლ P.S.-ის ("პოსტსკრიპტუმის") ორგანიზებით თბილისის კულტურის ცენტრში "იმედი" საქველმოქმედო სასკოლო თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალმა სტარტი 22-23 აპრილს აიღო და საქართველოს სხვადასხვა სასკოლო დასების სპექტაკლები 13 მაისამდე ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. შემოსული თანხა გადაირიცხება ბერი ანდრიას ფონდში, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობაზე ზრუნავს.


ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, ფარმაცევტული კომპანია PSP, დიზაინერი "მარი სალი", თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და "მარანი ხეცურიანი"


ფესტივალის  პირველ შაბათ-კვირას  მაყურებელმა უკვე იხილა ექვსი სპექტაკლი: 

22 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალეს N-1 საჯარო სკოლამ წარმოადგინა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული „ჰელადოსი“; ვალეს N-2 საჯარო სკოლამ - ა. წერეთლის „ბაში აჩუკის“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ და  ი. ჭავჭავაძის „ქართლის დედას“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი შესთავაზა ფესტივალის მონაწილეებს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლამ გოგებაშვილის  „იავნანამ რა ჰქმნა“ გააცოცხლა სცენაზე. ხოლო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლამ დავით ჩაჩიბაიას ნაწარმოების მიხედვით გაკეთებლი სპექტაკლი „ყვავილების გადარჩენა“ წარმოადგინა.

 

23 აპრილს ფესტივალის სცენა ბოლნისის მუნიციპალიტეტს დაეთმო;  სოფელ დისველის საჯარო სკოლამ სპექტაკლი „დედაშვილობა“ შესთავაზა მაყურებელს, ხოლო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის N-5 საჯარო სკოლამ -  სპექტაკლი „ცამეტი“.

 

ფესტივალის წამყვანები გახლდნენ: ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მარიამ ჩიქოვანი და ქველმოქმედთა თეატრის "მხიარული ნიღბების" ხელმძღვანელი მალხაზ გაბადაძე.

 

 

სპექტაკლების უმრავლესობამ მაყურებლისა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ჟიურის წევრები გარკვეულ რჩევებსაც აძლევდნენ სპექტაკლების დამდგმელ პედაგოგებსა თუ რეჟისორებს სამომავლო საქმიანობისათვის. გამოიკვეთა ფავორიტი სპექტაკლები და ნორჩი მსახიობები.

 

ჟიურის წევრები არიან:

პედაგოგი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი ქალბატონი ნანა სამხარაძე.

პოეტი, ჟურნალისტი, ინტერნეტ პორტალ „ექსკლუზივ TV-ს მენეჯერი, ხმის ჩამწერი Z-„ზე“-სტუდიოს მენეჯერი ქეთევან ჭარელიშვილი.

თეატრ "პროტესტის" დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი კიაზო ჯობავა.

თეატრ "პროტესტის" პროდიუსერი როინ ჩიტუაშვილი.

ქველმოქმედთა თეატრის „მხიარული ნიღბები" მსახიობი გიორგი ნიქაბაძე.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე.

ჟიურის თავმჯდომარე -  თეატრ "პროტესტის" მსახიობი და დასის ხელმძღვანელი ნანა კუხალეიშვილი.

 

ფესტივალის მომდევნო ეტაპები  გაგრძელდება 29-30 აპრილს, 6-7 მაისს და 13 მაისს იქნება ფესტივალის საზეიმო დახურვა, გამარჯვებულთა დაჯილდოება.

 

აქვე გთავაზობთ, ფესტივალის მომდევნო დღეების აფიშას და გელოდებით სასკოლო თეატრალური სპექტაკლების სანახავად, რაც ავტომატრად ნიშნავს იმას, რომ თქვენ მონაწილეობთ საქველმოქმედო აქციაში, სიმსივნით დაავადებული ბავშვების სასარგებლოდ! 

 

მომავალი საფესტივალო დღეების აფიშა კი ასეთია:

29 აპრილი შაბათი


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლა. სპექტაკლი „რამ შემქმნა ადამიანად“. დასაწყისი: 12:00 სთ.


აბაშის N-1 საჯარო სკოლა. სპექტაკლი „ნატვრის ხე“. დასაწყისი: 13:30 სთ.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის საჯარო სკოლა. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი „ჰელადოსი“. დასაწყისი: 15:00 სთ.


ლანჩხუთის N-2 საჯარო სკოლა. სპექტაკლი „უკანასკნელი ფოთოლი“. დასაწყისი: 16:30სთ.


30 აპრილი კვირა


ქ. რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახ. N-24 ქართული გიმნაზია. ლევან გოთუას ნაწაროების მიხედვით სპექტაკლი „სიბრძნე სიკდილისა“. დასაწყისი: 12:00 სთ.

 


აბაშის N-1 საჯარო სკოლა. სპექტაკლი „ნატვრის ხე“. დასაწყისი: 13:30 სთ.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი „მარადისობის კანონი“. დასაწყისი: 15:00 სთ.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლა. სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“.დასაწყისი: 16:30 სთ.


სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი. სპექტაკლი „ჯვარცმული ბედნიერება“. დასაწყისი: 18:00 სთ.

 


6 მაისი შაბათი


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა. სპექტაკლი „იეთიმ გურჯი“. დასაწყისი: 12:00 სთ.


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლა. სპექტაკლი „კედელი“. დასაწყისი: 13:30 სთ.


ქ. ქობულეთის თეიმურაზ ჯორბენაძის სახ. N-3 საჯარო სკოლა. სპექტაკლი „ცხოვრება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის-ნიკო ფიროსმანი“ დასაწყისი: 15:00 სთ.


ქ. ქობულეთის N-5 საჯარო სკოლა. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი „ბოშები“. დასაწყისი: 16:30 სთ.

 


7 მაისი კვირა


ქ. ფოთის N-8 საჯარო სკოლა. სპექტაკლი „ჯინსების თაობა. დასაწყისი: 12:00 სთ.


ქ. ფოთის თეოფანე დავითაიას სახ. N-1 საჯარო სკოლა. სპექტაკლი „ნატვრის ხე“. დასაწყისი: 13:30 სთ.


ქ. ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახ. N-2 საჯარო სკოლა. სპექტაკლი „ირინეს ბედნიერება“. დასაწყისი: 15:00 სთ.


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა. სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“. დასაწყისი: 16:30 სთ.


ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“. სპექტაკლი " ქართვლის ვედრება".დასაწყისი: 18:00 სთ.

 


13 მაისი შაბათი


ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანი“. სპექტაკლი „სიცოცხლე მისჯილები“. დასაწყისი: 12:00 სთ.


ქ. ქუთაისის კერძო სკოლა „ ღონე ქვეყნისა“. სპექტაკლი „სიბრძნის სიმფონია“. დასაწყისი: 13:30 სთ.


ქ. ქუთაისის N-40 საჯარო სკოლა. სპექტაკლი „ფიფქია და გოგონები“. დასაწყისი: 15: სთ.

 


ბილეთის ფასი: 5 ლარი.


ფესტივალი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა გადაირიცხება ბერი ანდრიას ფონდში, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის ზრუნავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია