დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი მოეწყო
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/04/21 21:18:47

 

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით  სამეცნიერო პიკნიკი გამართა სახელწოდებით - „მეცნიერება სახალისოა“.  ღონისძიება ძირითადად გათვლილი იყო დასავლეთ საქართველოს სკოლის მოსწავლებისთვის,  თუმცა  მასზე  დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო.  „პიკნიკის“ მთავარი მიზანი იყო, მომავალი სტუდენტებისთვის სახალისო ფორმით მიეწოდებინათ ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სპეციალობების შესახებ, ასევე - წარმოეჩინათ  თანამედროვე მეცნიერების მიღწევები.


სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, სპეციალურად გაშლილ კარვებში, პავილიონებში ჩატარდა საინტერესო ექსპერიმენტები და ინსტრუქციული გამოფენები სხვდასხვა მიმართულებით, ფაკულტეტების შესაბამისად.


ღონისძიებას  ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს აკრედიტირებული უმაღლსი სასწავლებლის და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის და  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსნები.


სამეცნიერო პიკნიკი დასავლეთ საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი თანაორგანიზატორი არის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.


სამეცნიერო პიკნიკის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს, შალვა კირთაძეს:„სამეცნიერო პიკნიკი  ჩვენი უნივერსიტეტის ორგანიზებით  პირველად ტარდება დასავლეთ  საქართველოში.ის გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე და იმ ახალგაზრდებზე,რომლებმაც მალე უნდა აირჩიონ მომავალი პროფესიები.  ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის სპეციალობების აღმოჩენისთვის გაკეთებული აქცია.“

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია