საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
ცნობისთვის, გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაში იყო მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული.
გივი ბერიკაშვილი იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი და ქართული თეატრის ვარსკვლავი.
მედიასახლი "პოსტსკრიპტუმი" დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და საზოგადოებას