დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კურორტ საწირეს რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/06 13:04:26

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და "საწირის განვითარების ფონდი“ – ს ორგანიზებით, პროექტ "საწირე–მომავლის სოფელი" – ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


პრეზენტაციაში ასევე, ჩართულები იყვნენ: სამთავრობო სტრუქტურების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები. საწირის განვითარების სტრატეგია კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს. ის მოიცავს ერთის მხრივ, ქალაქური ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხოლო მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

 

პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფო, ბიზნესმენები და სხვადასხვა ფონდები უზრუნველყოფენ. პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება.

 

სტრატეგიის მიზანი სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერებაა.

 

პროექტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის მიერ შემუშავებულ 4 პუნქტიან გეგმასთან და ახლახან მიღებულ დადგენილებასთან ქართული სოფლის განვითარების შესახებ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია