დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განვითარდება თუ არა „კლიმატგონივრული“ სოფლის მეურნეობა საქართველოში?
2017/04/05 23:19:27

საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების პარალელურად, აქტიურად დაიწყო მუშაობა სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განახლება/ჩანაცვლებაზე. კლიმატის ცვლილების ფონზე გამოვლინდა სხვადასხვა პრობლემები სოფლის მეურნეობაში, რაც ზოგ შემთხვევში ტრადიციული კულტურების მოსავლიანობის შემცირებით ან საერთოდ გაქრობით გამოიხატა.

 

ჯერ კიდევ 2014 წელს აღნი შნული მიმართულებით ხელისუფლების შესაბამისი ორგა ნოების ხედვა და სამომავლო გეგმები, მდგრადი  სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილების ადაპტაციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს დაეთმო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ახალი ტერმინი „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“, აქტივობებში გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტრი და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტიც ჩაერთო.

 

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში ნინო ჩხობაძე კლიმატის ცვლილებით გამოხატულ შედეგებზე საუბრობს და პრევენციული ღონისძიებების დროულ დაგეგმვაზე სამთავრობო სტრუქტურებს რეკომენდაციას აძლევს.

 

„კლიმატის ცვლილებით გამოხატული შედეგები უკვე საგრძნობლად აისახა ჩვენს ყოფაზე. სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი კვლევისა და მიღებული შედეგების შეფასებისა, მოსახლეობის ინფორმირებულობა რეალურად არსებული სურათისშესახებ არასაკმარისია. მართალია, სოციალური ქსელების საშუალებით ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გავრცელება კლიმატის ცვლილებისა და მისგან გამომდინარე შედეგების შესახებ, მაგრამ უმეტესად ინფორმაცია ინგლისურენოვანია, რაც რეგიონების მოსახლეობის უმეტესობისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

 

რასაკვირველია, არსებობს ქართულ ენაზე მომზადებული დოკუმენტებიც, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ კლიმატის ჩარჩო კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა ფარგლებში მომზადებული შეტყობინებები, რაც, ერთის მხრივ, ძნელი მოსაძიებელია და, მეორეს მხრივ, რთულად აღსაქმელია ჩვეულებრივი მოქალაქისათვის. არადა, ყველაზე აუცილებელია, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია სწორედ რეგიონის მოსახლეობისათვის იყოს ხელმისაწვდომი, ვინაიდან კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები თვალნათლად სწორედ სოფლის მეურნეობაზე აისახა.

 

კერძოდ, შეიცვალა აგროვადები, შემცირდა მოსავლიანობა, საფრთხე შეექმნა მთელ რიგ ტრადიციულ კულტურებს, გაიზარდა მცენარეთა დაავადებათა რაოდენობა. შეშფოთებას იწვევს წყლის რესურსების აშკარა შემცირება და ა.შ.  კლიმატის ცვლილების აცილება შეუძლებელია,თუმცა შესაძლებელია მისი შერბილება და ადაპტაციური ღონიძიებების გატარება. მაგალითად, ჰიდროენერგეტიკიდან მზის (ჰელეო) და ქარის ენერგეტიკაზე გადასვლა, ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების დანერგვა; ყინვა და გვალვაგამძლე სოფლის მეურნეობების კულტურების შემოტანა; ტყეების შენარჩუნება და ტყის აღდგენითი პროექტების განხორციელება და კიდევ ბევრი სხვა აქტივობები”. - აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.

 

სოფლის მეურნეობის დარგების და კულტურების ადაპტაციის მიზნით, 2014 წელს სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც ჩამოყალიბდა, რომლის ბაზაზეც 6 თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია ფუნქციონირებს. სპეციალისტები უდაოდ მიიჩნვენ იმ ფაქტს, რომ კლიმატის ცვლილება პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობაზე, ხოლო ეს უკანასკნელი ზეგავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის და აქტიური ცხოვრებისთვის. ამ ეტაპზე საკვებისფასი ასახავს ბაზრის თანამედროვე მდგომარეობას – ამჟამად საკვები საკმარისია. მომავალში კი მდგომარეობა დამოკიდებული იქნება მოსახლეობის ზრდისა და პროდუქტიულობისზრდაზე.

 

ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციის ეტაპზე სათანადოდ შეფასდეს მავნებლების, მიწის ნაყოფიერების ამაღლებისა და სხვა ეფექტები. ხოლო გარდამავალი პერიოდის და ინფრასტრუქტურის გადაწყობის დროს სწორად იყოს ხარჯები გამოთვლილი. პარალელურად კი შეფასდეს რეგიონალური ეფექტები.  სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტია დღეს დასაქმებული, თუმცა მათი წვლილი მთლიან შიდაპროდუქტში ძალიან დაბალია.

 

მეტიც,  კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმედ გამოვლინდეს მომავალში, თუ ახლავე არგანხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები როგორც სამთავრობო, ასევე საკანონმდებლო სტრუქტურების მხრიდან. ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ სფეროში მეცნიერთა დაექსპერტთა გამოკვლევებსა და მოსაზრებებს. 

 

სოფლის მეურენეობის დარგის ექსპერტი მერაბ ბარათაშვილი იმერეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს განიხილავს და სოფლის მეურნეობის კულტურების ჩანაცვლებაზე, ნიადაგის ეროზიაზე და პრევენციულ ღონისზიბებზე საუბრობს. სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებს კი ნაწილობრივ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულს უწოდებს და თვის რომ, ეს ცვლილება აუცილებლად აისახება ადამიანის კვენის რაციონზე, შესაბამისად ჯანმრთელობაზე.

 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ესქპერტები, სახელმწიფო უწყების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილებისმიმართ ადაპტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ერთიანი ქმედება და ამ მიმართულებით, კომპლექსური სამუშაოების დაგეგმვა.

 

ამ საკითხზე საუბრობს ექსპერტი მერაბ ბარათაშვილი

 

 მარიკა ვაჭარაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია