საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერმინისტრი ქუთაისს სტუმრობდა
2017/04/03 19:13:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში დღეს სამკერვალო კომპანია „იმერის“ ახალი საწარმო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა. საწარმოში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. 90-წლიანი საქმიანობის ისტორიის მქონე საწარმო ახლახან, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსის - 315 ათასი ევროს მეშვეობით გაფართოვდა. 


სამკერვალო, რომელშიც უკვე 500-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად, ტანსაცმელს აწარმოებს.

საქართველოში „იმერის“ სამი მაღაზია ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთი თბილისშია. ფაბრიკა უცხოელი დამკვეთების მიერ მოწოდებული ნედლეულით მუშაობს და თანამშრომლობს, როგორც გერმანულ ფირმა „ლებეკსა“ და იტალიურ „ეგერია ლიმიტედთან“, ასევე - ქართველ დიზაინერებთან.


პრემიერმა ასევე, ​დასავლეთ საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით დაკომპლექტებული დეპარტამენტი დაათვალიერა. 


ლაბორატორია 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. 


ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში განთავსებულია სასამართლო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის, სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილებები. დეპარტამენტში 41 ადამიანია დასაქმებული.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია