საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო კამპანია
Red Nose Day - გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/01 19:56:43

საქართველო პირველად  Red Nose Day კამპანიას უერთდება, რომელიც  მარტის ბოლოს დაიწყო  და აპრილში დასრულდება. კამპანიის მთავარი მიზანია აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერა.

 

Red Nose Day პირველად 1988 წელს წამოიწყეს. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა, გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად.

 

ამ კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანია და სხვა. უამრავი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას, იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეხმარება ბავშვებს. კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, როგორც საგანგებო ვებ გვერდის rednose.ge ს მეშვეობით, ასევე გაყიდვების პუნქტებით მთელი თბილისის მასშტაბით, რომელთა სიაც კამპანიის FB გვერდზე დაიდება: https://www.facebook.com/rednosedaygeorgia/.

 

გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი - სწორედ ეს არის კამპანიის მთავარი სლოგანი და მიზანი, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანია და სხვა.

 

 

Red Nose Day-ს საქართველოში ჩატარების შესახებ შესახებ საზოგადოებას პირველად აკა სინჯიკაშვილმა ამცნო, რომელიც საკუთარ ფეისბუქზე წერდა, რომ საერთაშორისო კომპანიის საქართველოში ჩატარების ლიცენზია მოიპოვა.

 

სწორედ ამიტომ, წელს ქართული წითელი ცხვირის დღიდან შემოსული თანხა აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერას და ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობას მოხმარდება.

 

კამპანიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეიძინოთ წითელი ცხვირები ვებ გვერდის rednose.ge -ს მეშვეობით ან მთელი თბილისის მასშტაბით განთავსებულ გაყიდვების პუნქტებში, რომელთა სრულ სიაც Red Nose Day Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.

 

1 აპრილიდან კამპანიის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ წითელი ცხვირი, გადაიღოთ სახალისო ფოტო და გამოიწვიოთ 5 მეგობარი.

 

წითელი ცხვირების კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ასე, რომ გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი.

 

 

 

Red Nose Day Georgia-ს ორგანიზატორია , პიარ საკონსულტაციო კომპანია: Key Communications , ხოლო  თანაორგანიზატორები  : Omedia, ABK, ALMA , BIA , Myvideo.ge 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია