საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკის ელჩმა ქუთაისში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/29 18:58:00

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მრგვალი მაგიდა გამართა, რომელიც ეხებოდა ქალათა მიმართ ჩადენილ გენდერულ დანაშაულებს, ნაადრევ ქორწინებას და არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობის ნიშნებს. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი.

 

ბატონმა ელჩმა ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და პრობლემის დაძლევის შესაძლებლობებზე. დისკუსიის შედაგად შემუშავებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც პოზიტიურ წვლილს შეიტანს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწასა და გაუმჯობესებაში.


„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამ დისკუსიაში. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საფრთხე და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამ საკითხთის შესახებ.  მადლობელი ვარ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ასე ხმამაღლა რომ საუბრობენ ამ პრობლემაზე“- განაცხადა ბატონმა იან კელიმ.


ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია