საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მარია გაბრიელი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/28 17:49:44

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს. 


„დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების დროს, უვიზოდ იმოგზაურონ“, - წერს „ტვიტერზე“ მარია გაბრიელი. 

 

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ.

 

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ექნებათ ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაში,  ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2358
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია