დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში ქუთაისის მოქალაქეებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/24 15:17:09

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ არასამთავრობო სექტორს, მედიასა და დაინტერესებულ საზოგადოებას ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებების 2016 წლის მუშაობის შედეგები გააცნო. 

ჯავახიამ თავის პრეზენტაციაში პირველად ხაზი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების დინამიკას გაუსვა.

„2012-13 წლების შემდეგ ადმინისტრაციული ხარჯები 2 900 000 ლარით არის შემცირებული და კლება ყოველწლიურად მიმდინარეობს" - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ანგარიშის შეფასება ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს რეგიონალურ კოორდინატორს, ლელა მოწონელიძეს.

„ანგარიშის წარდგენის ფაქტი, რა თქმა უნდა, კარგია და დადებითად შევაფასებ, თუმცა შეიძლება არსებობდეს დამატებითი საკითხები, რაზეც შეიძლება საუბარი.  რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, კარგი ტენდენციაა დამდვილად. რაც შეეხება პრემიების საკითს, ამ პრეზენტაციაზეც დადასტურდა, რომ ეს სადაო საკითხი არ ყოფილა. მათ დაადასტურეს ჩვენ მიერ მოყვანილი ციფრები“.


„ მესამე წელია, ჩვენ დავნერგეთ ეს პრაქტიკა, რომ წლის ბოლოს ყველა სამსახურმა წარუდგინოს საზოგადფოებას ანგარიში. ეს ემსახურება ერთი მხრივ საჯაროობის პრინციპს და მეორე მხრივ იმ ცილისწამებლური განცხადებების გადაფარვას, რომელიც ემსახურება მერიის დისკრედიტაციას“- განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ


მერმა ხაზი გაუსვა ასევე 2016 წელს მერიაში მოქალაქეთა მიმღების შექმნას, რომელიც ადამიანებს აკავშირებს მათთან სასურველ სამსახურებთან.


პრეზენტაციის ბოლოს კი ქალაქში მოქმედ  არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მერიის საქმიანობაში, სერთიკატები გადასცეს.

 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია