საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით „უფლისადმი მადლიერების დღე დაწესდა“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/24 09:45:57

„უფლისადმი მადლიერების დღე დაწესდა“ - ამის შესახებ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მადლიერების დღე ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნებამადლობის ლოცვა და წირვა 

პირველად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრში შესრულდებამსვლელობა შაბათს,  აღდგომის წინა დღეს დაიწყება.

 

პაქტრიარქის თქმით, პირველად, უფლისადმი მადლიერების დღე სვეტიცხოველშინი აღინიშნება. სასურველია, მრევლი თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდეს. უფლისადმი მადლიერების დღეს დაიკვლება მოზვერი, 7 ცხვარი და უფალს მადლობას შესწირავენ. ხოლო კვირას, 18.00 საათზე შესრულდება სამადლობელო პარაკლისი და სამღვდელოება ქუჩაში ნაკურთხ წყალს ასხურებს.

 

"ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებინა. უფალმა განკურნა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო. როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა. უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის. აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს. ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე"- თქვა პატრიარქმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია