დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კლუბ თეთნულდის მოგზაურობა ირანში
ქუთაისელი მთასვლელების ფოტოგამოფენა ფერეიდნელ ქართველებს მიეძღვნა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/17 00:00:25

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდმა, ქუთაისში, „თი ბი სი“ ბანკის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა მოაწყო სახელწოდებით  „სხვა საქართველო“.


2017 წელს კლუბ „თეთნულდის” ხუთკაციანი ჯგუფი  ირანში იმყოფებოდა, სადაც ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს სტუმრობდნენ. მათ ადგილობრივ მთასვლელთა კლუბ „შაჰან კუჰთან“ ერთად, პირველად მოაწყვეს ზამთრის ასვლა მწვერვალ „შაჰან კუჰზე“, დალაშქრეს მწვერვალი „მთაციხე“  და მოინახულეს მარაბჯანის უდაბნო. გამოფენაზე სწორედ ამ მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.


მოგზაურობისას მიღებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების შესახებ გვესაუბრა აჩიკო გეგენავა, კლუბ „თეთნულდის“ წევრი, ფოტოგრაფი:

„ეს გამოფენა ეძღვნება ფერეიდანში ქართველების გადასახლების 400 წლის თავს. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფოტომასალა ჩამოვიტანეთ და ექსპედიციაც საინტერესო გამოდგა. პირველი ქართველები ვიყავით, ვინც ამ მწვერვალზე დადგა ფეხი“.


 შეგახსენებთ, კლუბი „თეთნულდი“ წარმოადგენს არასამეწარმეო-არაკომერციულ იურდიულ პირს, რომლის მიზანია საქართველოში მთასვლელობის, სპელეოტურიზმის და სამთო სპორტის პოპულარიზაცია-განვითარება. ასევე - დაინტერესებული ახალგაზრდების შეკრება, მათთვის თეორიული და პრაქტკული გამოცდილების გაზიარება, მთაში გადაადგილებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია