საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გენეტიკა
„გოგონებს, რომლებიც 12-14 წლის ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, ჯანმრთელი შვილების გაჩენის ნაკლები შანსი აქვთ"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/16 13:39:31
“ქალიშვილობა მორალურ-გენეტიკური სისუფთავის ნიშანია!” - ასე ფიქრობს პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი

 

ეს გასაიდუმლოებული ისტორია ადამიანის ფიზიოლოგიის კვლევაში 150 წლის წინ დაიწყო: მერემეები დოღისა თუ მტვირთავი ცხენების ჯიშის გასაუმჯობესებლად ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რომლის დროსაც ცხენისა და ზებრის შეჯვარებაც სცადეს.  შეჯვარებისას ბუნებრივ მეთოდსაც იყენებდნენ და ნაკლებად ბუნებრივსაც, მაგრამ შედეგი ყოველთვის უარყოფითი დგებოდა - ექსპერიმენტში მონაწილე ცხენებს, ჯიშიან მამალთან შეჯვარების შემთხვევაშიც კი, უჯიშო კვიცები უჩნდებოდათ. ფაქტს ვერაფრით ხსნიდნენ, რადგან მაშინდელმა მსოფლიომ ქროსომომათა შეუთავსებლობის შესახებ არაფერი იცოდა. ამ ფენომენს  ტელეგონია ეწოდა. 


ამოუხსნელმა მოვლენამ პრაქტიკოს-სპეციალისტთა შორის მხოლოდ კინოლოგები არ განუცვიფრებია - მათ დიდი ხნის წინათ იცოდნენ, რომ თუ მდედრი სქესობრივ კავშირს უჯიშო მამრთან ერთხელ მაინც დაამყარებდა, მის ყველაზე ჯიშიან მამრთან შეჯვარებასაც აზრი ეკარგებოდა - ყოველი მომდევნო აქტის შემდეგ სულ უჯიშო ლეკვები ჩნდებოდა...

 

მოგვიანებით  ტელეგონია, ფაქტობრივად, მეცნიერებად ჩამოყალიბდა. როგორც აღმოჩნდა, ქალის მემკვიდრეობითობაზე ზემოქმედებას მისი ადრინდელი სექსუალური პარტნიორები ახდენენ, განსაკუთრებული კი მაინც პირველი მამაკაცია. ის ქმნის ქალის მომავალი შთამომავლობის გენოფონდს, იმისდა მიუხედავად, ვისგან ეყოლება შვილები მომავალში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ ქალწულობის დამარღვეველი მამრი ხდება ყველა შემდგომში გაჩენილი ბავშვის გენური მამა! (იხ. სრულად)  მოგვიანებით მეცნიერებმა ამ თეორიის უტყუარობა უარყვეს, თუმცა... ​ 



როგორ ხვდება ტელეგონიის თეორიის მიხედვით მომავალი დედის ორგანიზმში „გენეტიკური ნაგავი“? როგორია მრავალ პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის მქონე გოგონების სულიერი მდგომარეობა და  შეუძლია თუ არა ასეთ შემთხვევაში  ბავშვის ბიოლოგიური მამას, ჩათვალოს შვილი თავის გენეტიკურ შთამომავლად? - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოში ინტეგრალური მედიცინის დამფუძნებელი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი  გვესაუბრება.  


- „გოგონებს, რომლებიც ადრეულ , 12-14 წლის ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას,  ჯანმრთელი შვილების გაჩენის ნაკლები შანსი აქვთ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ იმ გოგონას გენეტიკური აპარატი, რომელსაც  სქესობრივი კავშირი ბევრ პარტნიორთან ჰქონდა,  იღებს ინფორმაციას ყველა მასთან მყოფი მამაკაცისგან.  ასეთი მომავალი დედის ორგანიზმში ხვდება ე.წ. „გენეტიკური ნაგავი“, რაც ე. წ. ტელეგონიის ეფექტით არის განპირობებული.  მისი ბავშვი, ხშირ შემთხვევაში, იქნება არასრულფასოვანი, შედარებით იმ გოგონების ბავშვებთან, რომლებსაც ჰყავთ ერთი პარტნიორი.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ მრავალ პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის მქონე გოგონების უმრავლესობის სულიერი მდგომარეობა არ არის ჯანსაღი, მშვიდი და სტაბილური. ხშირ შემთხვევაში, პირველი პარტნიორი მამაკაცი გადასცემს თავისი ნიშან-თვისებების ნაწილს ქალის ყველა შვილს, გაჩენილს სხვა პარტნიორებიდანაც. ეს კარგად იციან მათ, ვინც ახორციელებს ცხენების, ძაღლების და მტრედების მოშენებას.

 

მამაკაცების დიდ ნაწილს სურს, რომ ცოლი შეირთოს ქალიშვილი. ქალიშვილი გოგონა ყოველთვის სავსეა სულიერი და გენეტიკური სისუფთავით. მამაკაცი თუ დაქორწინდება არაქალიშვილ გოგონაზე, დიდია ალბათობა, რომ მათი შვილების გენომში იქნება სხვა მამაკაცების ინფორმაციაც. დედის ორსულობამდე ქალიშვილობა შვილების გენეტიკური სისუფთავის წინაპირობაა. დედამ თავის შვილებს შეიძლება გადასცეს ის ნიშან-თვისებები, რომლებიც ჰქონდათ მის გათხოვებამდე არსებულ სქესობრივ პარტნიორებს. მაგალითად: ტოქსიკომანია, ნარკომანია, ჰომოსექსუალიზმი, ფსიქიური არამდგრადობა და სხვა.

 

ტელეგონიის კონცეფციიდან გამომდინარე, ქალიშვილობა მორალურ-გენეტიკური სისუფთავის მდგომარეობაა. რაც უფრო მეტი სქესობრივი კავშირი ჰქონდა ქალს სხვადასხვა პარტნიორთან, მით მეტად იქნება მისი ქრომოსომული ჯაჭვი გაბიდნული და ამის შედეგად მცირდება იმის შანსი, რომ თავის მეუღლეს გაუჩენს მისთვის გენეტიკურად ახლობელ შვილს.

 

თუ ქალს გათხოვებამდე ჰქონდა სქესობრივი კავშირები სხვა მამაკაცებთან, მაშინ მის შთამომავლობას შეიძლება ჰქონდეს ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც არ აქვს მის მეუღლეს და არ ჰქონია ქალს ქალწულობის დაკარგვამდე.

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ისმის კითხვა - ყველა შემთხვევაში შეუძლია თუ არა მამაკაცს, რომელიც არის ბავშვის ბიოლოგიური მამა, ჩათვალოს შვილი თავის გენეტიკურ შთამომავლად? ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ ებრაელების წინაპრებმა, სადაც შთამომავლობა გრძელდება დედის ხაზით!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=2489 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია