დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოება გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/14 18:06:39

თბილისში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.


ღონისძიების ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ და წელს მეორედ იმართება. საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდება სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე 12 ქართველი ქალბატონი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ეროვნულ საქმეში. მათი მუშაობა დაკავშირებულია ქართული კულტურის და მთლიანობაში საქართველოს პოპულარიზაციასთან.

 

 ინა ასანიძე, ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“-ს დამფუძვნებელი:

- 2016 წელს წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალების დაჯილდოება პირველად ჩავატარეთ და ეს დიდი სტიმული აღმოჩნდა ემიგრაციაში მცხოვრების ქალაბატონებისათვის. წელს 12 ემიგრანტ ქალბატონს ვაჯილდოებთ, რომელთაგანაც ერთი ქალბატონი, თამარ სირბილაძე გარდაცვლილია და პრიზს მისი ოჯახი მიიღებს. ეს ქალბატონი ავსტრიაში ცხოვრობდა და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა საქართველოსთვის. მაგალითად თბილისის წყალდიდობისას დაზარალებულ ოჯახს ბინაც უყიდა. რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ყოველთვიურად ეხმარებოდა და ამის აფიშირება არ სურდა. ჩვენ შევეცდებით მისი ამაგი სიკვდილის შემდეგ დავაფასოთ.

 

ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ ემიგრანტ ქალბატონებზე, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პარალელურად ცდილობენ ეროვნული საქმეც აკეთონ, სათავეში უდგანანა სათვისტომოებს, საკვირაო სკოლებს. ამიტომაც ჩვენი ღონისძიების დევიზია - გავაზიაროთ სამშობლო. წლევანდელი დასაჯილდოებელი ქალბატონები არიან ისრაელიდან, ამერიკიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და იმ ქვეყნებიდან სადაც ქართველი ემიგრანტების დიდი სათვისტომოა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3753
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია