დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელისო კილაძის სოლიდარობის აქცია ქუთაისში - "ჩვენი საქმიანობის გამო, ჩვენი ოჯახის წევრები არ უნდა ისჯებოდნენ"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/14 17:27:49

ქუთაისში  სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ელისო კილაძის შვილის მხარდასაჭერად, სოლიდარობის აქცია გამართეს.


„ ეს არის  სოლიდარობის აქცია. წინა წლებშიც ხდებოდა დავით ხარშილაძეზე მსგავსი ზეწოლა, მისი ერთადერთი ბრალეულობა მდგომარეობდა იმაში რომ ის ელისო კილაძის შვილია.  მე ვიყავი მთელი ამ საქმიის მომსწრე, როგორ ხდებოდა ზეწოლა მოწმეებზე და როგორ შეთითხნეს საქმე.  უბრალოდ, ძალიან ბინძური და უნიჭო სცენარია დაწერილი და ხელისუფლებას მოვუწოდებ, შორს ხელები ჩვენი შვილებისგან! ჩვენი საქმიანობის გამო, ჩვენი ოჯახის წევრები არ უნდა ისჯებოდნენ. სოლიდარობა ელისო კილაძეს და მის შვილს, დავით ხარშილძეს. „- განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ


აქციაზე ვესაუბრეთ  ევროპული საქართველოს წევრს  გია თევდორაძეს: „ ეს არის ჩემი პერსონალური პოზიცია, როგორც მშობლის, როგორც მოქალაქის და როგორც ქუთაისელის. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის დაკავებების მიმართ, რომელსაც ასე ხშირაად იყენებს  შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს კითხვის ნიშნები, მითუმეტეს მაშინ, როცა დაკავებულის მშობელი ცნობილია თავისი აქტიური  საზოგადოებრივი საქმიანობით.   ვფიქრობ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შსს ვალდებულია, უფრო მეტი არგუმენტაცია წარმოადგინოს, თუ რაში იყო საქმე."

 

შეგახსენებთ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი  13 მარტს დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს. მის დაკავებას ელისო კილაძის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15918
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია