დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლო დავა
დალი ბარაბაძე მეუფე კალისტრატეს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/14 17:01:53

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა ქუთათელ -გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ, რომლის მოსარჩელეც რადიო „კვალი ნათელის“ ყოფილი  კორესპონდენტი  დალი ბარაბაძეა. 

ჩვენ უკვე ვწერდით იმ სასამართლო პროცესის შესახებ, სადაც დალი ბარაბაძე მეუფე კალისტრატეს თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. ამჯერად კი დალი ბარაბაძე მიტროპოლიტს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს და აღდგენას ითხოვს.


მოსარჩელე დალი ბარაბაძე, მეუფე კალისტრატემ 2007 წელს გაათავისუფლა სამსახურიდან. დალი ბარაბაძის თქმით, მისი გათავისუფლება მოხდა სიტყვიერი სახით, და მისთვის შესაბამისი ბრძანება 2007 წელს არ გადაუციათ. გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება 9 წლის შემდეგ, 2016 წელს ჩაბარდა. რამაც მოსარჩელეს გაუჩინა ეჭვი,რომ მოხდა მისი უკანონო გათავისუფლება.

 

სასამართლო პროცესზე მეუფე თითქმის მთელი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად გამოცხადდა.  მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლად სასამართლოზე დაშვება ითხოვა გიორგი ჩხეიძემ, თუმცა მან ვერ შეძლო შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა, რის გამოც მოსამართლემ არ მისცა მას უფლება, სასამართლოზე ყოფილიყო მეუფის წარმომადგენელი.


ფაქტიურად, სასამართლოზე არ იმყოფებოდა მეორე მხარე, რის გამოც მორიგი მოსმენა გადაიდო 4 აპრილისთვის. საქმეს იხილავს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე.


„მიტროპოლლიტმა კალისტრატემ სრულიად უსამართლოდ გამათავისუფლა სამსახურიდან. დღეს იყო სასამართლო რადიოკორესპონდენტად აღდგენის თაობაზე. თუმცა ჩემი ნამდვილი მოპასუხე მხარე არის საქართველოს საპატრიარქო და არა მეუფე კალისტრატე. ამ საქმეში პასუხისმგებლობა აქვს გელა ჩივაძეს, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას. მეუფე კალისტრატე მისი სამღვდელო დასის თანხლებით მოდის პროცესებზე და ამ სახით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ჩემზე.“ - განაცხადა დალი ბარაბაძემ

 

 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია