დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კვლევის შედეგები
იმერეთის მუნიციპალიტეტებში ხელფასების, პრემიებისა და დანამატების სახით 22 323 636 ლარი გაიცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/13 18:44:21

"საერთაშორისო  გამჭვირვალობა -საქართველო“ მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა სახელფასო ოდენობისა და გაცემული პრემიების შესახებ.


აღნიშნული კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2016 წელს გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 22 323 636 ლარი შეადგინა. აქედან, გამგეობებში/მერიაში  სახელფასო ანაზღაურებაზე დაიხარჯა 17 217 253 ლარი, ხოლო საკრებულოებში - 5 106 383 ლარი.


მუნიციპალიტეტებში გაცემულმა პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატთა ჯამმა წლის განმავლობაში 3 360 132 ლარი შეადგინა (გამგეობებში  - 2 592 786 ლარი, საკრებულოებში - 767 346  ლარი).


გაცემული ხელფასების/ პრემია/ჯილოდო/დახმარება/სახელფასო დანამატების ოდენობით ქუთაისის მუნიციპალიტეტი  ლიდერობს . ქუთაისის საკრებულოში საკრებულოს თანამდებობის პირები - თავმჯდომარის მოადგილეები, ბექა ყანჩაველი და ნიკოლოზ ლატარია, მთელი წლის განმავლობაში იღებდნენ დანამატს თვეში 2150 ლარის ოდენობით. ჯამში, მთელი წლის მანძილზე თითოეულის მიერ აღებულმა სახელფასო დანამატმა 25 800 ლარი შეადგინა. ცალკეულ თანამდებობის პირებზე გაცემული მაღალი პრემია/დანამატით გამოირჩეოდა ასევე სამტრედიის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტები.


ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემდეგ პრემია ყველაზე დიდი ოდენობით გაიცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში (გამგეობა - 405 245 ლარი, საკრებულო - 95 025 ლარი). აღებული პრემიის სიმცირით გამოირჩევა ბაღდათის გამგეობა (17 550 ლარი) და ხარაგაულის საკრებულო (1000 ლარი).

 

მუნიციპალიტეტების საკრებულოების რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით. საინტერესოა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოკიდებულება ამ მუხლისადმი. ისინი აღნიშნულ ნორმას საკრებულოს თანამდებობის პირებზეც ავრცელებენ და მოწოდებულ დოკუმენტაციაში გვწერენ, რომ   ტყიბულის მუციპალიტეტში საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისადპრემიასა და სახელფასო დანამატს არ იღებენ. შესაბამისად, ტყიბულის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ სულ 3 600 ლარი შეადგინა.


ქუთაისის საკრებულოში საკრებულოს თანამდებობის პირები - თავმჯდომარის მოადგილეები, ბექა ყანჩაველი და ნიკოლოზ ლატარია, მთელი წლის განმავლობაში იღებდნენ დანამატს თვეში 2150 ლარის ოდენობით. ჯამში, მთელი წლის მანძილზე თითოეულის მიერ აღებულმა სახელფასო დანამატმა 25 800 ლარი შეადგინა. ცალკეულ თანამდებობის პირებზე გაცემული მაღალი პრემია/დანამატით გამოირჩეოდა ასევე სამტრედიის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტები .

 

ქალაქ ქუთაისის მერიამ არ მოგვაწოდა  პრემია/დანამატის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილი სახით. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად ვისზე გაიცა აღნიშნული პრემია/დანამატიმათ შორის, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ჩანს ქუთაისის მერისა და სხვა თანამდებობის პირებზე გაცემული  პრემიის ოდენობა.

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა,საგაც გაიცა საშვებულებო დახმარება 128 350 ლარის ოდენობით, მსგავსიდეფნიცა ჯერ კანონში არ არსებობს. აღნიშნული თანხის გაცემა ხდებოდა დასაქმებულის შვებულებაში გასვლის პერიოდში, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამრიგად, დასაქმებული შვებულებაში ყოფნის პერიოდში იღებდა სარგოს ორმაგ ოდენობას. აღსანიშნავია, რომ ტერმინსსაშვებულებო დახმარებადა მისი გაცემის მიზნობრიობას მოქმედი კანონმდებლობა  არ იცნობს.

 

  პრემიის გაცემის დღეები ყველა მუნიციპალიტეტში ერთმანეთს ემთხვევა. პრემია, როგორც წესი, გაიცემა 8 მარტის (მხოლოდ ქალ თანამშრომლებზე), სააღდგომო და ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებითსაყურადღებოა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ამ დღეების გარდა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც გასცა პრემია. პრემიების გაცემასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პრემია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიცემა უკლებლივ ყველა თანამშრომელზე და მისი გაცემის დასაბუთებულობაც არ პასუხობს კანონმდებლობით დაწესებულ სტანდარტებს.


თუ რა დამსახურებისთვის გაიცა ქუთაისის მერიაში  ამ რაოდენობის თანხა,ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა  მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ზვიად ჯავახიამ:“ სანტერესოა,წინა ხელისუფლების მიერ ექვსჯერ მეტი პრემია-დანამატი,რომ გაიცა მაშინ რატო არ ჩაატარა ვინმემ კვლევა. სხვა ქალაქებთან შედარებით ქუთაისის მერია არის  თვითმმართველი ქალაქი და შესაბამისად მეტი თანამშრომლითაა წარმოდგენილი, ამიტომ არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი,ის ფაქტი რომ აქ გაიცა ყველაზე მეტი პრემია-დანამატი.


კვლევის მოკლე ანალიზს აკეტებს „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“-ს კოორდინატორი ლელა მოწონელიძე


„ქუთაისის მერიამ ინფორმაცია მოგვაწოდა, რიცხვობრივად, შესაბამისად წარმოდგენილმა ინფორმაციამ ჩვენ არ მოგვცა საშუალება, დაგვედგინა, რომელმა თანამდებობის პირმა, რა რა რაოდენობის თანხა აიღო.


რაც შეხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტს,ის ერთადერთია ,რომელიც იყენებს ტერმინს საშვებულებო დახმარება.  დასაქმებული პირები გადიოდნენ შვებულებაში და იღებდნენ ხელფასის ოდენობის თანხას, საშვებულებო დახმარების სახელით. რა თქმა უნდა, ეს კანონდარღვევაა, რადგან არ შეიძლება დახმარების აღების მიზეზი გახდეს შვებულება.


 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია