დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველის კომენტარი
უჩა ნანუაშვილი: "გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს სპონტანური პროტესტი იყო თუ - მართული პროცესი"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/12 14:46:45

 
 სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღშფოთება გამოთქვა გასული ღამის განმავლობაში ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო.  მისი თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რაც ამ საკითხზე საზოგადოებაში არსებობს. 


მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მოვლენების განვითარებას აკვირდებოდნენ. მათ დაუყოვნებლივ მოინახულეს ექვსივე დაკავებული და არც ერთი მათგანი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ საუბრობდა.



”სამწუხაროა, რომ აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, შემდეგ ძალადობაში გადაზარდა, რასაც მოჰყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება, ავტომანქანებისა და ქონების განადგურება. სახალხო დამცველი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ვანდალიზმის მძაფრ გამოვლინებას. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისასა მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს. საფრთხე არ შეუქმნან მათ სიცოცხლეს, ჯანმრთლობას და ქონებას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ფართომასშტაბიანი ძლადობის პრევენცია მაინც ვერ მოხერხდა. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ გაანალიზებას საჭიროებს, რამდენად მზადაა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი სისტემა დროულად და ეფექტურად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს და არსებობს თუ არა ეფექტური რეაგირების გეგმა, რომელიც შეეცდებოდა მოვლენების პრევენციას და შემდეგ განმუხტავდა უკიდურესად დაძაბულ ვითარებას”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დამნაშავეთა გამოვლენისა და სასამართოს წინაშე წარდგომის მიზნით სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება ჩაატარონ, ხოლო პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს შეისწავლონ ხარვეზები, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებს კრიზისების, მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით გააჩნიათ. ამასთან, უჩა ნანუაშვილის თქმით გამოძიებული უნდა იყოს პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოცილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი. 



”გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი მოქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი. სახელმწიფო ხელისუფლებას აღნიშნულ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემის ვალდებულება აკისრია, რაც ეფექტური და ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგი უნდა იყოს. ამასთან, მიუღებელია, რომ შექმნილი ვითარება იქნეს პოლიტიზირებული და პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცეს”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია