საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საპროტესტო აქციის შედეგები
ბათუმში მასობრივი არეულობისთვის 40 ადამიანია დაკავებული
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/12 11:40:56

გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს მძიმე შედეგები მოჰყვა. დაშავებულია 21 ადამიანი , დამწვარია პოლიციის მანქანები, განადგურებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა.

 

 როგორც ცნობილია, გუშინ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბათუმი პლაზასთან პატრულმა მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამ ფაქტმა ასობით ადამიანის პროტესტი გამოიწვია. მათ დაწვეს პოლიციის მანქანები, გაანადგურეს ირგვლივ ქალაქის ინფრასტრუქტურა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დემონსტრანტები დილის 6 საათიდან დაიშალნენ.  ბათუმში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებულია 40–მდე ადამიანი.


როგორც პოლიცია აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა. რაც ნიშნავს მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობა. ისჯება 6-დან 9 წლამდე პატიმრობით. 

და 353-  წინააღმდეგობა , მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან სხვა წარმომადგენლის მიმართ. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ანდა თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. იგივე ქმედება ცადენილი ჯგუფის მიერ ისჯება 4-დან 7 წლამდე. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია