დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კვლევის შედეგები
ენერგეტიკის სფეროში 500 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სახელმწიფო სუბსიდიების არსებობა გამოვლინდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/11 15:25:11

მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) და ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“  (WEG) მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ენერგეტიკის სფეროში წლიური 500 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სუბსიდიების არსებობა გამოავლინა.

 

2012-2014 წლების მონაცემები აჩვენებ, რომ:

· ყოველწლიურად 350 მილიონ ლარის სუბსიდირება ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზზე და ელექტროენერგიაზე შედარებით დაბალი ტარიფის დაწესებისთვის;

 

· თბოელექტროსადგურების დღგ-გან გათავისუფლება იმპორტირებული ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ქვეყნის ბიუჯეტს წლიურად 30 მილიონი ლარი უჯდებოდა.  

 

· ელექტროენერგია უსასყიდლოდ მიეწოდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს, რომელიც ყოვეწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.  ამისათვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 160 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

·   ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ოჯახებისთვის ზამთარში უფასო გაზის მიწოდებაზე. ასევე უფასოდ მიეწოდება ელექტროენერგია სვანეთის მოსახლეობის ნაწილს, რისი შეფასებაც ვერ მოხერხდა არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

 

·  თბილისის მუნიციპალიტეტი თავისი ბიუჯეტიდან დაახლოებით 25 მილიონ ლარს ხარჯავდა ელექტროენერგიის ვაუჩერებზე მოსახლეობის სოციალური სტატუსის მიუხედავად, რაც მომდევნო წლებში შეიცვალა; სუბსიდირების მოცულობა შემცირდა და უფრო მიზანმიმართული გახდა; 

 

ენერგიის ფასების სუბსიდირება ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას ხელს უშლის, იწვევს ენერგიის უყაირათო მოხმარებას და, შესაბამისად, იმპორტზე მეტ დამოკიდებულებას. ამასთან, ენერგიის სუბსიდირება ზრდის სოციალურ უსამართლობას, ვინაიდან 1. სარგებელს აძლევს მათ, ვინც მეტ ენერგიას მოიხმარს, ანუ მდიდრებს; 2. სუბსიდირებაზე იხარჯება სახელმწიფოს სახსრები, რაც სხვა შემთხვევაში უსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სოციალურ თუ განვითარების პროგრამებზე დაიხარჯებოდა. მოსახლეობისთვის  ტარიფების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება ეკონომიკის სექტორისათვის მაღალი გადასახადების დაწესების  ხარჯზე ხდება, რაც შედარებით ჩამორჩენილი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი.

 

სუბსიდირების გამჭვირვალობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ერთერთი მოთხოვნაა. შეთანხმების 206-ე მუხლის მიხედვით, ორ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს სუბსიდიების ფორმის, მოცულობის ან ბიუჯეტის შესახებ ანგარიშის წარდგენა, თუმცა, საქართველო ჯერჯერობით არ ახორციელებს ანგარიშგებას სუბსიდირების მოცულობისა და ეფექტიანობის შესახებ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია