საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ურთიერთთანამშრომლობა
აკაკი წერეთლის ქუთაისის უნივერსიტეტსა და შსს-ს აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/10 15:14:07

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობიოს მემორანდუმი გაფორმდა. შსს აკადემიის რექტორი შეხვდა აწსუ სტუდენტებს.


მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქაძემ: „ეს მემორანდუმი ამ ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის იძლევა მრავალმხრრივი თანამშრომლობის საშუალებას,როგორც გაცვლითი პროგრამების კუთხით, ასევე პროფესორ-მასწავლებლების ერთმანეთთან მივლინების, სხვადასხვა მეთოდოლოგიაზე ერთობლივად მუშაობის და კვლევების ჩატარების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი კი იძლევ საშუალებას აღიზარდონ ნამდვილი პროფესიონალები,განსაკუთრებით იურდიული სფეროს კუთხით.“


„ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი. ჩვენ ბევრ სასიკეთო თანამშრომლობაზე შვთანხმდით. დარწმუნებული ვარ ეს შეთანხმება სასიკეთო ნაყოფს გამოიღებს,როგორც შესაბამისი აკდემიური პერსონალისტვს ასევე სტუდენტებისთვისაც.“- განაცხადა აკაკი წერეტლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ

 

 

ცერემონიის დასრულების  შემდეგ გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ,რომელიც ეძღვნება 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს, თვითმხილველთა მოგონებებს და  9 მარტის შემდგომ რეპრესიებს.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია